ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩვენ არჩევანი არ გვქონდა"-რას უყვებიან რუსეთში იძულებით გადაყვანილი უკრაინელები უფლებადამცველებს


ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციამ “ჰიუმან რაითს უოჩმა” უკრაინელი სამოქალაქო პირების რუსეთის ფედერაციაში და გამოიკვლია ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში იძულებით გადაყვანის პრობლემა შეისწავლა. ასევე გამოიკვლია რუსეთისა და მასთან დაკავშირებული ძალების მიერ ჩადენილი სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

1 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშში, სახელწოდებით - “ ჩვენ არჩევანი არ გვქონდა: ფილტრაცია და უკრაინელი სამოქალაქო პირების რუსეთში იძულებითი გადაყვანის დანაშაული” - ორგანიზაციამ მსხვერპლთან 54 ინტერვიუს შემდეგ დოკუმენტირებული ასეთი ტიპის არაერთი შემთხვევა აღწერა. “ჰუმან რაითს უოჩის” განცხადებით, ეს შემთხვევები ომის კანონების სერიოზული დარღვევაა, რაც ომის დანაშაულს წარმოადგენს და შესაძლოა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია ჰქონდეს.

ამასთანავე, უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთმა ან მასთან დაკავშირებულმა ძალებმა ათასობით უკრაინელი მოქალაქე იძულებით, სადამსჯელო და ღირსების შემლახავ უსაფრთხოების პროცედურებს დაუქვემდებარეს, სახელად “ფილტრაცია”.

რეიჩელ დენბერი, “ჰუმან რაითს უოჩის “რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელიც ასევე ამ ანგარიშის თანაავტორია, “ამერიკის ხმას” ექსკლუზიურ ინტერვიუში ეუბნება, რომ ის ესაუბრა ბევრ უკრაინელს, რომლებიც რუსეთის ძალებმა არჩევანის გარეშე ავტობუსებით გადაიყვანეს ჯერ დონბასის სახალხო რესპუბლიკამდე, შემდეგ კი რუსეთში ჩაიყვანეს. დენბერი აკონკრეტებს, რომ მისი ინტერვიუების დროს, ეს უკრაინელები უკვე რუსეთში აღარ იყვნენ, არამედ უკვე ევროკავშირის ქვეყნებს ან საქართველოს აფარებდნენ თავს.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ რუსულ ძალებს უკრაინელები საომარი ტერიტორიებიდან, ქუჩებიდან, დანგრეული სახლებიდან ან თავშესაფრებიდან იძულებით აეყვანათ ავტობუსებში, დაზარალებული ზონებიდან გადასაყვანი უკრაინელი მოსახლეობისთვის არჩევანი უნდა მიეცათ ტრანსპორტირებასთან და დანიშნულების ადგილთან დაკავშირებით, რათა არ ჩაეგდოთ ისინი სადამსჯელო ტიპის მდგომარეობაში, ან დაეცვათ ერთგვარი ზღვარი და განესაზღვრათ მოქმედებების არეალი საკუთარი უსაფრთხოების პროცედურების დროს.

ცნობილია, რომ ორგანიზაცია “ჰუმან რაითს უოჩმა რუსეთში “ფილტრაციის” გზით ჩასული უკრაინელები გამოკითხა. ეს ადამიანები ან თვითონ იყვნენ ამ გზით გაყვანილი რუსეთში, ან მათი ოჯახის წევრი ან მეგობარი ჩაიყვანეს რუსეთში ან ისინი დაეხმარნენ იმ უკრაინელებს, რომლებიც რუსეთიდან გაქცევას ცდილობდნენ. ამათგან უმრავლესობა მარიუპოლის რაიონიდან იყო, რამდენიმე კი რუსეთში ხარკივის რეგიონიდან ჩაიყვანეს. ამ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ასევე ჩაწერა ათობით უკრაინელი, რომლებიც საომარი ზონებიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე გაიქცა “ფილტრაციის” გავლის გარეშე.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ რუსეთის ხელისუფლებას ამ მიგნებების შესახებ ამა წლის 5 ივლისს მისწერა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

შორს პუტინისგან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:54 0:00

XS
SM
MD
LG