ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული გამოცემა არმიის "დისკრედიტაციისთვის" დააჯარიმეს


რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის სასამართლომ გაზეთი “ვეჩერნიე ვედომოსტი“ 245 000 რუბლით (დაახლოებით 2500 დოლარი) დააჯარიმა რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“.

მედიასაშუალებამ 7 სექტემბერს განაცხადა, რომ დაჯარიმდა 15 სტატიისთვის, რომელიც გამოქვეყნდა 2022 წლის 24 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში, ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების შესახებ. გაზეთი ადრეც დაჯარიმდა ამავე სტატიებისთვის.

გამოცემა ამბობს, რომ „მხოლოდ ფაქტებს“ აქვეყნებდა და სტატიები გამოქვეყნდა მანამ, სანამ კანონი რუსი სამხედროების დისკრედიტაციის შესახებ ამოქმედდებოდა.

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსკოვმა უკრაინაში ჯარები გაგზავნა და ის რეგულარულად გამოიყენება კრემლის კრიტიკოსების წინააღმდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG