ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სატელეკომუნიკაციო ქსელი მასშტაბური პრობლემის წინაშე


დასავლეთის მეირ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთში ახალი წლიდან ახალ პრობლემებს ელოდებიან, კერძოდ სატელეკომუნიკაციო სივრცეში. მიზეზი რუსული ბაზრიდან „ნოკიას“ და „ერიქსონის“ გასვლაა. რომლებიც ერთად რუსეთის სატელეკომუნიკაციო ბაზრის 50 პროცენტს აკონტროლებს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში „ერიქსონის“ და „ნოკიას გასვლამ რუსეთიდან შესაძლოა დააზიანოს ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ქსელი, რაც გამოიწვევს კომუნიკაციების გაუარესებას.

ტელეკომის ხუთი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ შესაძლოა შენელდეს მობილური ინტერნეტი, ზარების ხარისხი გაუარესდეს და ხშირად მოხდეს სატელეფონო კავშირის დაკარგვა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსული ოპერატორები, მას შემდეგ, რაც ბაზრიდან „ნოკია“ და „ერიქსონი“ გავლენ დაკარგავენ პროგრამულ უზრუნველყოფას, მაშინ როცა სანქციების გამო რუსეთში სათადარიგო ნაწილების კუთხითაც ბევრი პრობლემაა.

სირენების ხმა და რუსული ბომბების წვიმა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:14 0:00

„ჩვენ ვმუშაობთ წლის ბოლომდე და სწორედ მაშინ იწურება ყველა გამონაკლისი (სანქციებისაგან)“, თქვა „ერიქსონის“ ფინანსურმა უფროსმა კარლ მელანდერმა „როიტერთან“ საუბრისას.

Nokia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პეკა ლუნდმარკმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციიდან, კომპანიის "გასვლა სრულდება. ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის შეტანას რუსეთში."

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი, მრავალმხრივი სანქციები აამოქმედა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ „ნოკიას“ და „ერიქსონის“ გასვლა რეალურად ყოველდღიურ გავლენას იქონიებს რუსეთის მოქალაქეებზე.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარი ასობით დასავლურმა კომპანიამ დატოვა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG