ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შავ ზღვაში ამერიკული ავიაგამანადგურებლების გამოჩენას რუსეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა 


შავი ზღვის რეგიონში ამერიკული ზებგერითი ავიაგამანადგურებლების გამოჩენას რუსეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა. მორიგი ინციდენტი ქვეყნებს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა რადარებზე ამერიკული B_1B ტიპის ავიაგამანადგურებლები დააფიქსირა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მალევე მათი მიმართულებით „სუხოი სუ 30“ ები გაგზავნა. ადგილზე მისვლის დროს რუსეთის საჰაერო ძალებმა აღმოაჩინეს, რომ ამერიკული ავიაგამანადგურებლები საწვავს იმარაგებდნენ.

ამერიკულ-რუსული ავიაგამანადგურებლები ერთმანეთის პირისპირ რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. პროცესს დამატებითი გართულებები არ მოჰყოლია. რუსეთი ამტკიცებს, რომ მათ ქმედებით საერთაშორისო საჰაერო წესები არ დარღვეულა.

ეს ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჯერ საქართველოში და შედეგ უკრაინაში იმყფებოდა. კიევში ოსტინმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლიდა. ამერიკის თავდაცვის მდივანმა რუსეთს მოსთხოვა შეწყვიტოს დესტაბილიზაცია შავი ზღვის რეგიონში.

მსგავსი საჰაერო ინციდენტები ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG