შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, თავის გუნდთან ერთად, ევროპულ ტურნეში მიემგზავრება. ვიზიტები მომავალი კვირისთვის იგეგმება.
პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, ოსტინი ეწვევა საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს. აშშ-ის თავდაცვის მდივანი "ამ მნიშვნელოვან ვიზიტს" ბრიუსელში დაასრულებს, სადაც ის ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე პარტნიორებს შეხვდება.
ინფორმაცია ორიოდ საათის წინ გავრცელდა. ვიზიტის ზუსტი თარიღები მედიისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
Facebook Forum