ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ამბობს, რომ მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტები ამუშავდა


კრემლი მსოფლიოს სთავაზობს, რომ მარცვლეული ოკუპირებული უკრაინული პორტებიდან იყიდონ. საუბარია მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტებზე, რომელიც აზოვის ზღვაზე მდებარეობს.

„მარიუპოლის პორტის განაღმვა დასრულდა და ის ნორმალურად ფუნქციონირებს. პორტმა უკვე მიიღო პირველი გემიც,“- ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი. შოიგუ აქვე მოუწოდებს კიევს განაღმოს ტერიტორიები რომელიც ხელს უშლის პორტების სრულყოფილ ფუნქციონირებას.

შავი ზღვის მომავალი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:15 0:00

რუსეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს ხელს უშლის. რუსულ გემებს ბლოკირებული აქვთ უკრაინის პორტები, რის გამოც კიევი მარცვლეულის ექსპორტს ვერ ახერხებს. მსოფლიო ბაზარზე კი ფასები იზრდება.

რუსეთს დასავლეთის ქვეყნები მარცვლეულის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ. განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთი მსოფლიოში სასურსათო კრიზისის გამოწვევას ცდილობს. კრემლი კი ამბობს, რომ სასურსათო კრიზისს დასავლური სანქციები იწვევს.

ხოლო უკრაინელი ფერმერები ამბობენ, რომ რუსი სამხედროები მათ მარცვლეულს იპარავენ. ოფიციალური კიევი ამბობს, რომ მუშაობენ გზებზე, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე გატანა სხვა გზებით მოხდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG