მაშინ როცა უკრაინაში რუსული ომი გრძელდება და შეტაკებები უკრაინის აღმოსავლეთით აქტიურად მიმდინარეობს, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდებისთვის მზად არის.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ კიევი ლონდონისგან მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს მიიღებს. ბენ უოლესის თქმით, ახალი ტიპის სარაკეტო სისტემები უკრაინის შესაძლებლობებს, „მნიშვნელოვნად გააძლიერებს“ და დაეხმარება უკრაინას წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს.
„თუ საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, მე მჯერა რომ ისინი შელძებენ ომის მოგებას,“ თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა. ის ამ შემთხვევაში M270-ზე საუბრობს, რომელიც ბრიტანული ჯარში ახალი, მოწინავე სარაკეტო სისტემაა. ოფოციალური მონაცემებით მას შეუძლია 80 კილომეტრში „ზუსტი სიზუსტით“ სამიზნეებზე იერიშის მიტანა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება არ აკონკრეტებს თარიღს, თუ როდის მოხდება ახალი ტიპის შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება.
კიევი სარაკეტო სისტემებს იღებს ამერიკისგან. პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით უკრაინა დამატებით 700 მილიონო ამერიკული დოალრის ღირებულების საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემებს, ვერტმფრენებს, ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და ტაქტიკურ მანქანებს მიიღებს.
კრემლში ამბობენ, რომ თუ დასავლეთი უკრაინას შორი რადიუსის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის, რუსული არმია საკუთარ შეტევას გააძლიერებს. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ შეტევები განხორციელდება ისეთ სამიზნეებზე, რომლებზეც იერიში აქამდე არ განხორციელებულა.
Facebook Forum