ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ამბობენ, რომ უკრაინის ამჟამინდელ „რეჟიმთან“ თანაარსებობა შეუძლებელია


მოსკოვი კიევის კრიტიკას განაგრძობს. რუსი დიპლომატი როდიონ მიროშნიკი აცხადებს, რომ მოსკოვს უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან თანაარსებობა არ შეუძლია. დიპლომატი აქვე განმარტავს, რომ მოსკოვს შესწევს ძალა გაუწიოს წინააღმდეგობა კიევს და მის მხარდამჭერ ნატოს სანამ საჭირო იქნება.

„ამჟამინდელი რეჟიმი [კიევში] აბსოლუტურად შხამიანია, ჩვენ ამ მომენტში ვერ ვხედავთ მასთან თანაარსებობის ვარიანტებს... როგორც კი საფრთხის ლიკვიდაცია მოხდება, ეს შეიძლება ჩაითვალოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევად“,- ამბობს რუსი დიპლომატი, რომელიც მოსკოვის წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო და ამ დროისათვის მოსკოვი უკრაინის ტერიტორიის 17.5 პროცენტს აკონტროლებს, ეს მოიცავს 2014 წელს ანექსირებულ ყირიმსაც. მიმდინარე ომს მოსკოვში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებენ.

რუსი დიპლომატი ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ ინტერესს დაკარგავენ, რაც ამ უკანასკნელის კოლაფს გამოიწვევს.

თეთრმა სახლმა და სხვა უკრაინის პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ და მკაფიოდ თქვეს, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება მანამ სანამ ეს საჭირო იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG