ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დუმამ ექს-პრეზიდენტებისთვის იმუნიტეტის მინიჭებას დაუჭირა მხარი


რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტებს და მათ ოჯახებს სრულ იმუნიტეტს აძლევს, დაამტკიცა.

კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დუმამ 9 დეკემბერს მიიღო, ახალი კონსტიტუციური შესწორების ნაწილია. კონსტიტუციის ცვლილებას, რუსეთის მოქალაქეებმა რამდენიმე თვის წინ რეფერენდუმში მისცეს ხმა და ის ქვეყნის მმართველის, ვლადიმირ პუტინის, 2036 წლამდე ძალაუფლებაში დარჩენას ითვალისწინებს.

კანონპროექტი გულისხმობს, რომ რუსეთის ნებისმიერი ყოფილი პრეზიდენტი მიიღებს სრულ იმუნიტეტს მის მიერ ჩადენილ კრიმინალურ, ან ადმინისტრაციულ დანაშაულებებზე. კანონის მიხედვით, ასევე, არ შეიძლება ექს-პრეზიდენტების დაკავება, გაჩხრეკა, ან დაკითხვა.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ ამ რომელიმე ქმედების აუცილებლობას სახელმწიფო დუმა და ასევე უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები დაამტკიცებენ. ახლანდელი, მოქმედი კანონით პრეზიდენტები იმუნიტეტით, მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის დროს სარგებლობენ.

იმისთვის, რომ კანონპროექტმა, საბოლოოდ კანონის სახე მიიღოს, ის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი ხელის მოსაწერად პრეზიდენტს ეგზავნება.

რუსეთის ერთადერთი, ცოცხალი ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევია, რომელიც ქვეყანას 2008-2012 წლებში მართავდა.

ახალი კანონპროექტის მიღება, აღქმულია, როგორც პუტინის და მისი ოჯახის წევრების დაცვის მცდელობა მას შემდეგ, რაც ის თანამდებობას დატოვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG