ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ჰააგის მოსამართლეზე ძებნა გამოაცხადა


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ჰააგა, ნიდერლანდები
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ჰააგა, ნიდერლანდები

27 ივლისს, მოსკოვმა ძებნილთა სიაში შეიყვანა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) უკვე მესამე ოფიციალური პირი. ეს არის მოსამართლე ტომოკო აკანე, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ბრალი ომის დანაშაულებში დასდო.

ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასსი" ავრცელებს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსამართლე ტომოკო აკანე "იძებნება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის საფუძველზე", თუმცა განცხადებაში კონკრეტული მუხლი დასახელებული არ არის.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ჰააგაში ძებნილად გამოცხადდა, მოსკოვმა მესამე დღესვე აღძრა საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ ხანის და მოსამართლეების წინააღმდეგ, რომელთა შორის იყო ტომოკო ალკანე და როსარიო სალვატორე აიტალა. ხანი და აიტალა ძებნილთა სიაში მაისში შეიყვანეს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტი ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა უკრაინიდან ბავშვების უკანონოდ დეპორტაციის გამო, ომის დანაშაულში დამნაშავედ სცნო. 2023 წლის 17 მარტს, ჰააგამ მათზე დაპატიმრების ორდერები გასცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG