ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იგეგმება რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა


კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ორშაბათს დაადასტურა, რომ დიდი ხნის მანძილზე მოარული ამბავი სიმართლეს შეესაბამება: ფხენიანი და მოსკოვი უმაღლესი დონის სამიტისთვის ემზადებიან. სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების, ვლადიმირ პუტინის და კიმ ჩენ უნის შეხვედრა, შესაძლოა მომავალ კვირაში მოხდეს.

გასულ წელს, პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე იმყოფებოდა. ის ორჯერ შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ოთხჯერ - ჩინეთის, სამჯერ - სამხრეთ კორეის და ერთხელ - ვიეტნამის პრეზიდენტებს.

ფხენიანი, რომელიც საერთაშორისო სანქციების წნეხის ქვეშ იმყოფება, მოსკოვს სავარაუდოდ ეკონომიკურ დახმარებას სთხოვს. რუსეთი კი ამ შესაძლებლობას ქვეყანაზე გავლენის გაზრდის და საერთაშორისო ბირთვულ მოლაპარაკებებში საკუთარი ბერკეტების გასაძლიერებლად გამოიყენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG