რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომელიც იაპონიის ზღვაში მიმდინარეობდა დასრულლებულია.
თავდაცვის სამინისტრო თავდაპირველად ამბობდა, რომ ამ მასშტაბური წვრთნის მიზანი "საზღვაო თანამშრომლობის გაღრმავება" იყო, "რათა ორმა ქვეყანამ შეინარჩუნოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა", - ნათქვამია განცხადებაში. გასული თვეების განმავლობაში რამდენიმე ერთობლივი სამხედრო წვრთნა გაიმართა.
ჩინეთი და რუსეთი გამუდმებით ამბობენ, რომ ისინი უახლოესი მოკავშირეები არიან და მსოფლიოში "ამერიკული ჰეგემონიას" უპირისპირდებიან. პეკინს ოფიციალურად არ დაუგმია რუსეთის მიერ წამოწყებული ომი უკრაინაში.
"ჩატარდა 20-მდე სამხედრო წვრთნა, მათ შორის, ზღვაში, ხმელეთსა და ჰაერში სამიზნეების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით", - განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყებამ.
რუსეთის თავდაცვვის სამინისტროს ცნობით, საზღვაო ძალების სხვა შეიარაღებასთან ერთად, წვრთნაში მონაწილებდა წყალქვეშა გემის საწინაღმდეგო ორი ხომალდი.
გასულ კვირას პეკინმა განაცხადა, რომ წვრთნაში მონაწილებას მიიღებდა ხუთი საბრძოლო ხომალდი და რაკეტების მართვადი გამანადგურებელი.
მარტში ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს უმასპინძლა. სი ძინპინმა მოსკოვში ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც გამოხატავს "მზაობას და სურვილს, რომ ჩატარდეს რეგულარული ერთობლივი პატრულირება, რათა ორმხრივი ნდობა გაღრმავდეს".
გასულ თვეს ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივმა საჰაერო პატრულირებამ იაპონიის ზღვისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის თავზე სამხრეთ კორეის შეშფოთება გამოიწვია, რის გამოც სეულმა საბრძოლო თვითმფრინავების მობილიზება მოახდინა.