ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დიდი შვიდეულის" კომუნიკე ჩინეთზე და რუსეთზე წნეხს აძლიერებს


„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გაძლიერებულად დაგმეს ჩინეთის მხრიდან მზარდი სამხედრო და ეკონომიკური საფრთხეები და იმავდროულად პეკინს დაჟინებით მოუწოდეს რუსეთზე წნეხი განახორციელოს, რათა სამხედრო აგრესია შეწყვიტოს და უკრაინიდან თავისი ჯარი გაიყვანოს.

„დიდი შვიდეულის“ ჰიროშიმის სამიტზე გამოქვეყნებულ კომუნიკეთი, ჯგუფმა ჩინეთი „ეკონომიკური იძულებისთვის,“ სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციისთვის, დიპლომატების უსაფრთხოების, დემოკრატიული ინსტიტუტების და ეკონომიკური კეთილდღეობის ძირგამოთხრისკენ მიმართული „ჩარევის ქმედებებისთვის“ გააკრიტიკა.

და კიდევ ერთხელ, „დიდმა შვიდეულმა“ პირობა დადო, რომ „რუსეთის უკანონო აგრესიული ომის ფონზე, უკრაინას მხარს დაუჭერს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება.“

ჯგუფმა კვლავ გააჟღერა შეშფოთება აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვების შესახებ და პეკინს მოუწოდა უკრაინაში „ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“ მხარი დაუჭიროს.

XS
SM
MD
LG