ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა აშშ-ის საკონსულოს ყოფილ თანამშრომელს ჯაშუშობის ბრალი წაუყენა


რუსეთის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საკონსულოს ყოფილ თანამშრომელს ბრალი წაუყენა. ორშაბათს რუსეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „ტასს“-მა განაცხადა, რომ საკონსულოს ყოფილ თანამშრომელს ბრალად, უკრაინის ომზე და სხვა საკითხებზე ვაშინგტონისთვის ინფორმაციის შეგროვება ედება.

„ტასსი“ იუწყება, რომ ეჭვმიტანილი რობერტ შონოვი, მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებს გადასცემდა ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რუსეთის ჯარში გაწვევის კამპანია როგორ გავლენას ახდენდა ქვეყანაში პოლიტიკურ უკმაყოფილებაზე.

„ეფ ეს ბემ“ განაცხადა, რომ აპირებს გამოკითხოს შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები, რომლებიც კონტაქტზე იყვნენ რუსეთის მოქალაქე შონოვთან. შონოვი მაისიდან პატიმრობაში იმყოფება.

საელჩომ მაისში განაცხადა, რომ “ბატონ შონოვის წინააღმდეგ ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა,“ და „დაპატიმრების დროისთვის მისი ერთადერთი როლი, საჯაროდ ხელმისაწვდომი რუსული მედია წყაროებიდან, პრესის მასალების შეჯამებების შეგროვება იყო.“

XS
SM
MD
LG