ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი თავდასხმა ჟურნალისტებზე 


"TV პირველის" ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიასა და მის ოპერატორს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შესაბამის ინფორმაციას და ვიდეომასალას "TV პირველი" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, გადამღებ ჯგუფს უცნობმა პირებმა აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რადგან მათ ხელში "ტვ პირველის" მიკროფონი დაუნახეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

XS
SM
MD
LG