ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე - რა იქნება შემდეგ?


საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად მოქალაქეები 24 ივნისსაც შეიკრიბებიან
საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად მოქალაქეები 24 ივნისსაც შეიკრიბებიან

ევროპის კავშირის საბჭომ უკრაინას და მოლდოვას ასე ნანატრი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივის სტატუსი ერგო.

არავის წარმატება არ მშურს, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს
ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი

ამავე დროს, ევროკავშირის საბჭომ ხაზი გაუსვა ბრიუსელის მზაობას, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს, როგორც კი თბილისი დასახულ პრიორიტეტებსა და რეფორმებს განახორციელებს.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ამ გადაწყვეტილებას „უსამართლო“ უწოდა. „რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატება, მოლდაველების და ყველასი, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს. თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ“.

ღარიბაშვილი: ეს უსამართლობაა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:06 0:00

ღარიბაშვილმა ეს განაცხადა წეროვანში დილით გააკეთა, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 529 ხმით, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიეღოთ.

"ოცნება" ცდილობს საკუთარი თავიდან პასუხისმგებლობა აირიდოს, რაც ყველაზე ადვილი პოზიციაა
გიორგი გობრონიძე, პოლიტოლოგი, სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი

„ნებისმიერ პროცესზე ქვეყანაში, პირველ რიგში არის პასუხისმგებელი მმართველი პოლიტიკური ძალა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ პოლიტოლოგმა გიორგი გობრონიძემ, რომელიც სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტს წარმოადგენს.

მისი თქმით, „არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით დააკლო ხელისუფლებამ მცდელობა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, დემოკრატიზაციას, არამედ პარტნიორებთან მუშაობის ხარისხიც თავიდანვე უკეთესის სურვილს ტოვებდა.

დღეს ჩვენ ვხედავთ იმ პროცესს, როცა მმართველი პოლიტიკური ძალა ცდილობს საკუთარი თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა, რაც ყველაზე ადვილი პოზიციაა ასეთ დროს. სჯობს, გადააბრალო რაღაცა სხვას, ვიდრე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო“ - ამბობს გობრონიძე.

გობრონიძე: პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:26 0:00

ევროინტეგრაციის პროცესში, სადაც საქართველო კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩა, „ქართული ოცნების“ მთავარ შეცდომად „თვითკმაყოფილებას“ მიიჩნევს პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა.

კვაშილავას აზრით „გამომდინარე იქედან, რომ ბოლო წლებში „ოცნება“ ახერხებდა ოპოზიციის წინააღმდეგობის დაძლევას, ისე რომ რეალურად მის ძალაუფლებას სერიოზული გამოწვევა არ შექმნია, ამან უბიძგა მათ თვითკმაყოფილებისკენ და იმისკენ, რომ თითქოს შესაძლებელია, ნელ-ნელა, ამ პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით, ნებისმიერი საკითხის უკანა პლანზე გადაწევა“.

კვაშილავას თქმით, „იყო მცდელობა ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღება დაეკავშირებინათ ომთან, თითქოს, საქართველო, რადგან ომში არ ჩაება და ამ ხელისუფლებამ ომისგან „გადაარჩინა“ ქვეყანა, თითქოს, ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ სტატუსი არ მივიღეთ. თუმცა, იქ მერე აღმოჩნდა მოლდოვა, რომელიც არ არის ომში ჩართული, ამაზე მერე მოუწიათ პასუხის მოძებნა, რომ თითქოს, მათ ბევრი ლტოლვილი მიიღეს და ჯარი არ ჰყავთ".

პოლიტოლოგის აზრით, "ეს იყო მცდელობები ყურადღების გადატანის, თან ისეთი მცდელობები, რომელიც ადვილად შესამჩნევი, წასაკითხია და აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლების მთავარი მინუსი მდგომარეობდა იმაში, რომ მას არ გააჩნდა სტრატეგიული გეგმა.

"ოცნებისთის" მეორე ხარისხოვანია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, თუ კი ეს ოდნავ მაინც შეარყევს მათ ძალაუფლებას, ეს არის ის შემთხვევა, როცა პოლიტიკური პარტიის ინტერესები, ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“
ბაკურ კვაშილავა, ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი

არ იყო მზად ევროკავშირთან ამ ნაბიჯების გადასადგმელად და მისთვის მეორე ხარისხოვანია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, თუ კი, ეს ოდნავ მაინც შეარყევს მათ ძალაუფლებას, მათ მონოპოლიას ძალაუფლებაზე. ეს არის დღეს ჩვენი ხელისუფლების მთავარი გამოწვევა.

მათთვის ცენტრალური მნიშვნელობა აქვს, რომ ჰქონდეთ სრული კონტროლი მომავალზე, იმაზე, რომ მომავალშიც კი ვერავინ შეძლოს მათი ხელისუფლების შეცვლა და არაფრად უღირთ ამისთვის ევროპერსპექტივა. ეს არის ის შემთხვევა, როცა პოლიტიკური პარტიის ინტერესები, ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“ - მიაჩნია ბაკურ კვაშილავას.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს რჩება მცირე დრო და მცირე შანსი, თუ კი წლის ბოლომდე, ევროკავშირის 12 პუნქტიანი ჩამონათვალის შესრულებას შეძლებს.

ამ ჩამონათვალში არის სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და დეპოლიტიზაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ელიტური კორუფციის ეფექტიანად გამოძიება, თავისუფალი მედია გარემო, დეოლიგარქიზაცია და მთავარი - პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, რაც ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი გარეშე შეუძლებელია.

„ჩვენ ერთ მხარეს გვყავს ხელისუფლება, თავისი უკომპრომისო და გადაბრალების პოლიტიკით და მეორე მხარეს, ოპოზიცია, არანაკლები უკომპრომისო პოლიტიკით და ტოქსიკური დღის წესრიგით“ - ამბობს პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე.

გობრონიძე პოლიტიკური გათიშულობის დაძლევის სირთულეზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:48 0:00

„რომ დააკვირდეთ, ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს, იქნება ეს არჩევნები თუ მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქვეყანაში იქმნება ერთგვარი პრეაპოკალიპტური გარემო, სადაც ხდება ერთმანეთის დადანაშაულება სახელმწიფოს ღალატში. ყველა ვინც არ იზიარებდ მათ აზრს, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის, არის წარმოდგენილი, როგორც საზოგადოების და ხალხის მტერი.

ქვეყანამ, პრაქტიკულად ვერც ერთ ეტაპზე ვერ შეძლო, საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებზე ფართო პოლიტიკური და სამოქალაქო კონსენსუსის მიღწევა. ხელისუფლება დაკავებულია საკუთარი რეჟიმის შენარჩუნებით, ოპოზიცია რეჟიმის ჩამოშლის პროცესით

საბოლოო ჯამში, სწორედ ეს ზრდის პოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხს, რომელზეც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამდენს საუბრობენ. თუ დააკვირდებით, ქვეყანამ, პრაქტიკულად, ვერც ერთ ეტაპზე, ვერ შეძლო, საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებზე ფართო პოლიტიკური და სამოქალაქო კონსენსუსის მიღწევა. ხელისუფლება ძირითადად დაკავებულია საკუთარი რეჟიმის შენარჩუნებით, ოპოზიცია რეჟიმის ჩამოშლის პროცესით“ - მიაჩნია გიორგი გობრონიძე.

უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის, საქართველოს კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მინიჭება ბრიუსელში, ოფიციალურად 24 ივნისს გაფორმდება. 24 ივნისს, თბილისის ცენტრში, ამ კვირაში, უკვე მეორედ, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად, დიდი დემონსტრაცია გაიმართება.

„ქართული ოცნება“ საკუთარ პასუხისმგებლობას იმაში, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე დარჩა ვერ შედავს და შესაბამისად, არც ვადამდელი არჩევნების საკითხს განიხილავს. პარალელურად, მმართველი პარტია ოპოზიციას უკევ მერამდენედ, „მასობრივი არეულობის“ მოწყობის დაგეგვმაში სდებს ბრალს.

თავის მხრივ, პროევროპული აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოთხოვნებს 24 ივნისს, 20 საათზე გააჟღერებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG