ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორელი: კრიტერიუმების შესრულების შემდეგ, საქართველო წევრობის კანდიდატურას მიიღებს


ევროკავშირის სამიტის წინ, სადაც ევროკავშირის სახელმწიფოების მეთაურებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ და გადაწყვეტილება მიიღონ, ჟურნალისტებთან საუბარში უპასუხა შეკითხავს რა არის ახლა ქართველი ხალხისადმი მისი გზავნილი.„ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა, ახლა მათ აქვთ შესასრულებელი საქმეები, აქვთ განრიგი, ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ასე რომ, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე დგახართ“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, როდესაც ქვეყანა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ “ნამდვილად ასე იქნება“.

„ნამდვილად. როდესაც ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

დღეს და ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის წვერი სახელმწიის ლიდერთა სამიტი გაიმართება, რომელზეც მათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

XS
SM
MD
LG