ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის საბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, მაგრამ არა საქართველოს


დღეს უკრაინას და მოლდოვას ევროპის საბჭოს სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ეს თამამი გეოპოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც მოჰყვა რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. ბრიუსელმა ეს გადაწყვეტილება “ისტორიულად” შეაფასა.

როგორც ვარაუდობენ, ევროკავშირის წევრობის გრძელ გზაზე უკრაინას კანდიდატის სტატუსის მინიჭება დიდ მორალურ სტიმულს მისცემს. გადაწყვეტილების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა.

"შეთანხმება. ევროპულმა საბჭომ ახლახანს გადაწყვიტა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისა და მოლდოვისთვის. ისტორიული მომენტი. დღევანდელი დღით აღინიშნება აუცილებელი ნაბიჯი ევროკავშირისკენ თქვენს გზაზე. ვულოცავთ ვოლოდიმირ ზელენსკის და მაია სანდუს და უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთად ყოფნაშია", წერს შარლ მიშელი.

XS
SM
MD
LG