ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობს


ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი მიიღოს. ეს იქნება რიგით მეშვიდე სანქციების რაუნდი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ ამოქმედდა.

თუმცა მანამდე ევროპელმა ლიდერებმა პოზიცია უნდა შეაჯერონ. ქვეყნების ნაწილი ინიციატივას არ იზიარებენ, მათ შორის არის გერმანია, რომელიც სანქციების ახალი პაკეტის მიღებას ეწინააღმდეგება. ბერლინი ამბობს, რომ ახლა უმჯობესია უკვე არსებულ სანქციებში ხარვეზები აღმოიფხვრას.

ახალი სანქციების პაკეტს მხარს უჭერენ სკანდინავიური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. შვედეთი და პოლონეთი მზად არიან იმისთვის, რომ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ და ამისთვის თანხმების დაუყონებლივ გამოყოფაზე მზადყოფნას გამოთქვამენ.

ევროპა „რთულ” მდგომარეობაში და ფული რუსეთის ზარდახშაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:09 0:00

სანქციების შესახებ მუშაობა აქტიურად გრძელდება და შესაძლოა უფრო მეტი დეტალი კვირის ბოლოს გახდეს ცნობილი, მას შემდეგ რაც ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება. სამიტის შემდეგ გამოქვეყნდება ერთობლივი დოკუმენტი, რომლის სამუშაო ვარიანტში ახალი სანქციები ნახსენები არ არის. თუმცა ევროპელი დიპლომატების ნაწილი განმარტავს, რომ ტექსტი შესაძლოა შეიცვალოს.

ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ბოლო ნაწილი, მაისში აამოქმედეს. სანქციები რუსული ნავთობის აკრძავლას და რუსულ ბანკებს შეეხო.

გრძელდება მსჯელობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით. ბრიუსელში პოზიციები ორად იყოფა და შეთანხმება ვერ ხდება.

ნატოს ახალი სტრატეგია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:32 0:00

ევროკავშირის სამიტი, ნატოს მადრიდის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართება. 15 ივნისს გამოვეყნებულ, დოკუმენტში, რომელიც საბოლოო არ არის აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „მტკიცედ ერთგული რჩება უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერისთვის, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“. სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით ეს ჩანაწერი დოკუმენტში ფრჩხილებით არის მონიშნული, რაც ნიშნავს რომ შესაძლოა ის გადაიხედოს.

ევროკავშირმა ე.წ. ევროპის სამშვიდობო ფონდიდან, უკვე გამოყო 2 მილიარდი ევრო, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას უნდა მოხმარდეს. ფონდის საერთო ბიუჯეტი 2027 წლამდე 5.6 მილიარდ ევროს შეადგენს.

გერმანია და სხვა სახელმწიფოები ამბობენ, რომ ფონდიდან უკრაინისთვის სრული თანხის მიცემა არასწორი ნაბიჯი იქნება, რადგან აღარ დარჩება საკმარისი თანხა სხვა კრიზისებისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG