ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ამერიკის კრიტიკას უარყოფს


ხუთშაბათს, მას შემდეგ, რაც ვარშავის უმნიშვნელოვანესმა მოკავშირემ, შეერთებულმა შტატებმა დაგმო პოლონური საკანონმდებლო ინიციატივა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა უარყო კრიტიკა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებზე, რომელიც მედიის მფლობელობას და ქონებრივ ანაზღაურებას ეხება.

ოთხშაბათს, პარლამენტის ხმაურიან სხდომაზე, პოლონელმა კანონმდებლებმა მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ევროპული ეკონომიკური სფეროს გარეთ არსებული ფირმებისთვის, პოლონური მაუწყებლების კონტროლის აკრძალვას გააძლიერებს.

ოპოზიცია ირწმუნება, რომ კანონპროექტი საინფორმაციო არხ TVN24-ის გაჩუმებას ისახავს მიზნად. ეს არხი აშშ-ში დაფუძნებულ მედია-ჯგუფ "დისქავერს" ეკუთვნის და პოლონეთის მემარჯვენე ნაციონალისტური მთავრობის კრიტიკით გამოირჩევა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ კანონპროექტის მიღებამ, რომლის სამიზნეც პოლონეთში ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი არხი და ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული ინვესტიციაა, ვაშინგტონი “ღრმად შეაშფოთა”.

ბლინკენმა პოლონეთს ასევე მოუწოდა არ გაიტანონ წინააღმდეგობრივი საკანონმდებლო ინიციატივა. ის ებრაელებს ჰოლოკოსტის დროს ნაცისტების მიერ წართმეული ქონების დაბრუნებას გაურთულებს, რასაც წარსულში კომუნისტი მმართველები დაეპატრონნენ.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ღირებულებების და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ თქვა, რომ კანონპროექტმა “უარყოფითი სიგნალი” გააგზავნა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ თქვა, რომ მედიასთან დაკავშირებული კანონი მხოლოდ რეგულაციების გამკაცრებას ეხება, რათა ევროკავშირის გარეთ დაფუძნებულმა კომპანიებმა პოლონეთში მედიის ყიდვა ვერ შეძლონ.

ქონებასთან დაკავშირებულ კანონზე კი თქვა, რომ მის საფუძველზე ამოქმედდება პოლონეთის კონსტიტუციური ტრიბუნალის 2015 წელს მიღებული განჩინება, რომელიც არასწორი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის საბოლო ვადებს აწესებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG