ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი ბაიდენს აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებთან უყურადღებობის გამო აკრიტიკებს


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებს ევროპაში მისი პირველი ვიზიტის დროს არ ხვდება.

გაზეთ Rzeczpospolita-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რაუმ ასევე განაცხადა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ვაშინგტონმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებელ კომპანიას სანქციები მოუხსნა.

ბაიდენი რვადღიანი ტურის განმავლობაში დიდი შვიდეულის ლიდერებს შეხვდება, მოგვიანებით კი ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს. ბაიდენი ევროპაში ვიზიტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამიტით დაასრულებს.

სამწუხაროდ, ევროპაში ჩამოსული ამერიკული დელეგაცია, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, ისეთი დაკავებულია პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრით, რომ დრო ვერ გამონახა იმისთვის, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი მოკავშირეებისთვის დრო ვერ გამონახა“, განაცხადა რაუმ.

„ჩრდილოეთის ნაკად 2-ზე“ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ „ამერიკელმა მოკავშირეებმა დრო ვერ გამონახეს იმისთვის, რომ მსოფლიოს იმ რეგიონის ქვეყნებთან გაევლოთ კონსულტაცია, რომელსაც ეს გადაწყვეტილება ყველაზე მეტად შეეხება“. მან ასევე დასძინა, „ვინ გადაიხდის გერმანელებისა და ამერიკელების შეცდომის საფასურს“?

პოლონეთის ნაციონალისტურ მთავრობას შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ტრამპის გადაწყვეტილებით ამერიკამ პოლონეთში მუდმივი სამხედრო დისლოცირების პირობა მიიღო.

ჯო ბაიდენმა საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, პოლონეთში ავტორიტარული ლიდერების მხარდაჭერაში დასდო ბრალი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG