მომდევნო კვირაში ვაშინგტონში დაგეგმილი საპროტესტო აქციების ფონზე, ამერიკის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. არ არის გამორიცხული კაპიტოლიუმის ირგვლივ დამატებითი უსაფრთხოებისთვის ჯებირები განლაგდეს, ისეთი როგორც ეს, 6 იანვარის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში იყო განლაგებული.
ამ დროისთვის დეტალები ცნობილი არ არის, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ოთხთაშაბთს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კაპიტოლიუმის უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. „კაპიტოლიუმი ხელუხლებელი უნდა იყოს“ აღნიშნა პელოსიმ პრესკონფერენციაზე.
კაპიტოლიუმის უსაფრთხოების სამსახურებს ამ დრომდე კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენიათ, თუმცა გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული და ზომებიც გატარებული. წარმომადგენელთა პალატის წევრთა ნაწილმა განცხადებები უკვე გააკეთეს და ისინი მხარს უჭერენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ჯებირების განთავსება კაპიტოლიუმის გარე და შიდა პერიმეტრზე იგეგმება. ჯებირები არ განთავსდება, კონგრესის საოფისე შენობების წინა ტერიტორიაზე.
6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ კაპიტოლიუმის პოლიციამ რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი ცვლილება განახორციელა, რათა შენობის დაცვა და საფრთხეების განსაზღვრა უფრო ეფექტურად მომხდარიყო. კაპიტოლიუმზე თავდასხმა 6 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა განახორციელეს. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი შენობაში შეიჭრა. რამდენიმე საათიანი არეულობის მიუხედავად, დღის ბოლოს ვაშინგტონში წესრიგი აღდგა. კონგრესში ამ დრომდე მუშაობს საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა დაადგინოს თუ რა მოხდა 6 იანვარს ვაშინგტონში.
6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა, ამერიკის სენატმა პრეზიდენტი ტრამპი უდანაშაულოდ სცნო.
Facebook Forum