ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის საკონსტიტუციოს გადაწვეტილებას ბრიუსელის აღშფოთება მოჰყვა


პოლონეთის სასამართლოს გადაწვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის კანონმდებლობის უზენაესობას ქვეყნის კანონმდებლობაზე. ვარშავის ამ ნაბიჯმა ბლოკში გააჩინა კითხვები, ხომ არ გადადგამს პოლონეთი ნაბიჯებს ევროპის კავშირის დატოვებისკენ.

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხუთშაბათსვე ევროპის მასშტაბით ბევრმა პოლიტიკოსმა დაგმო. ევროკავშირის კანონთა ნაწილი პოლონეთის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ის „ძალზედ შეშფოთებულია“ და როგორც ევროკავშირის აღმასრულებელი, ყველაფერს გააკეთებს, ბრიუსელის კანონმდებლობის უპირატესობის უზრუნველსაყოფად.

ბრიუსელსა და ვარშავას შორის დაპირისპირება ხშირია მას შემდეგ, რაც 2015 წელს პოლონეთში ხელისუფლებაში მმართველი „კანონის და სამართლიანობის“ პარტია მოვიდა.

ოფიციალური პირები ბრიუსელში აცხადებენ, რომ ხუთშაბათის გადაწვეტილებას ჯარიმები და სასამართლო სარჩელი მოჰყვება. საკითხის გადაჭრას სავარაუდოდ თვეები, ან წლები დასჭირდება.

პოლონეთის მმართველი პარტია ამბობს, რომ მათ „პოლეგსიტის“ - ვარშავის მიერ გაერთიანების დატოვების, არანაირი გეგმა არ აქვს. ბრიტანეთისგან გასხვავებით, ევროკავშირის წევრობას პოლონეთში მხარს მოსახლეობის უმეტესობა უჭერს.

პოლონეთი ევროკავშირს 2004 წელს შეურთდა. პოლონეთის პოპულისტური მთავრობები წლებია ბრიუსელს უპირისპირდება, იქნება ეს უმცირესობების უფლებების თუ სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხები.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე მას შემდეგ განიხილა, რაც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, მათეუშ მორავეცკიმ, მას მიმართა შეკითხვით, აქვს თუ არა ევროკავშირს უფლება შეაჩეროს პოლონეთის მიერ მისი სასამართლოს რეორგანიზაცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG