კომპანიამ "ენ-პი-სი" გაკოტრებაზე განაცხადი ტეხასის სასამართლოში ოთხშაბათს შეიტანა. 1962 წელს დაარსებული კომპანია ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის ოპერატორად ითვლება. "ენ-პი-სი" შეერთებულ შტატებში მართავს 1 200-ზე მეტ "პიცა-ჰატის" და 400-მდე "ვენდის" ობიექტს.
კომპანიის სრული დასახელებაა NPC International, Inc. მისი გაკოტრება კორონავირუსის პანდემიას და ბიზნესის თვეობით შეჩერებას უკავშირდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ "პიცა-ჰატის" და "ვენდის" კაფეები იხურება. "ენ-პი-სი" არ კარგავს სიტუაციის გამოსწორების იმედს, აცხადებს, რომ მუშაობას კვლავ აგრძელებს და პრობლემების მოგვარებას შეეცდება.
კომპანიას დღეს $903 მილიონის ოდენობის დავალიანება აქვს. ტეხასის სასამართლოს დოკუმენტებში არსებული გეგმის მიხედვით, "ენ-პი-სი" ვალების ნაწილს ქსელის მფლობელობაში მყოფი კაფეების გაყიდვით გაისტუმრებს.
Facebook Forum