ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პელოსი ამბობს, რომ პანდემიით დაზარალებულთა დახმარების პაკეტზე შეთანხმება ჯერ ისევ შესაძლებელია


ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ პალატა "სერიოზულად განიხილავს კომპრომისის მოძებნის ვარიანტებს" ახალი კორონავირუსით დაზარალებულთა დახმარების ეკონომიკურ პაკეტთან დაკავშირებით. მასობრივი დამხარების პაკეტი ერთხელ უკვე გამოიცა. მეორე პაკეტზე რესპუბლიკელები და დემოკრატები უკვე დიდი ხანია ვერ თანხმდებიან.

პელოსიმ განაცხადა, რომ მან და ხაზინის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა ტელეფონით ისაუბრეს და სწორედ ეს საკითხი განიხილეს. პელოსის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ეს საუბარი მათ შორის კიდევ განახლდება.

"ჩვენი საუბრის დროს მეტად გამოიკვეთა სიცხადე და საერთო საფუძველი, ვინაიდან უფრო ვუახლოვდებით შეთანხმებას. დღევანდელმა დღემ, დაგვანახა, რომ გადაწყვეტილებების მიღება და აზრთა გაცვლა-გამოცვლა, შესაძლებელია", წერია წერილში, რომელიც პელოსიმ დემოკრატიული პარტიიდან კოლეგებს მისწერა.

მხარეებმა, მოუწოდეს კონგრესის კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ "მოაგვარონ ის განსხვავებები, რომელიც დაფინანსებას და ტონს(ლენგვიჯო ეწერა და ნოთ შუარ) ეხება", თქვა პელოსიმ.

თუ ახლა, დემოკრატებსა და რესპუბლიკელბს შორის მოლაპარაკება ვერ მოხერხდება, მაშინ შემდეგი შანსი ამ საკითხის განსახილველად კონგრესის სესიებზე ნოემბერსა და დეკემბერში იქნება.

"ნენსი პელოსი არასერიოზულია", თქვა მიჩ მაკონელმა, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, როდესაც ამ კანონპროექტის მიღების სავარაუდო დროზე საუბრობდა. "ეს იმიტომ, რომ მას არ სურს, რაიმე მივიღოთ. მას და ჩაკ შუმერს [სენატის უმცირესობის ლიდერს], გათვლები აქვთ გაკეთებული. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მათ არ სურთ, რომ რაიმე [კანონი] მივიღოთ არჩევნებამდე. მათ სჯერათ, რომ ასე მეტი შანსები ექნებათ არჩევნებზე", ამბობს მაკონელი.

პელოსიმ, კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამსუბუქებლად შეთანხმება ეკონომიკურ პაკეტზე ტრამპის ადმინისტრაციასთან ან მომავალ 48 საათში უნდა მიღწეულიყო, ან საერთოდ აღარ განიხილებოდა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩვენებამდე.

ეკონომიკური პაკეტი, სავარაუდოდ, 1.8-დან 2.2 ტრილიონამდე ოდენობის იქნება. თუმცა თუნდაც აღნიშნულზე შეთანხმების შემთხვევაში, ზოგიერთი რესპუბლიკელი სენატორი მთავრობის მხრიდან მსგავს ხარჯვას ეწინააღმდეგება. მით უფრო კი იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე თვის წინ კონგრესმა, 3 ტრილიონის ოდენობის მასტიმულირებელი ერთი პაკეტი უკვე დაამტკიცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG