ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს 484 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს მოაწერს ხელს. პაკეტი მცირე ბიზნესისა და საავადმყოფოების დასახმარებლადაა გათვალისწინებული.
გასული ორი თვის განმავლობაში ეს უკვე ეკონომიკის დასახმარებლად გამოცემული მეოთხე პაკეტია. ის ათობით ათას ამერიკელს დაეხმარება, რომ კორონავირუსისგან მიყენებული ეკონომიკური ზიანი შეიმსუბუქოს.
ამ დროისთვის, 26 მილიონზე მეტმა ამერიკელმა შეავსო უმუშვერობის დახმარების მისაღებად საბუთები. გასულ კვირას, უმუშევართა რაოდენობა 4,4 მილიონი ადამიანით გაიზარდა ამერიკაში.
ახალი ეკონომიკური პაკეტი 388 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ.
"ძალიან ახლოს ვართ ვაქცინასთან", თქვა დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში. "სამწუხაროდ, ასე ახლოს არ ვართ ტესტირებასთან", დაამატა მან.
მეცნიერები ამბობენ, რომ თუ პრე-კლინიკური კვლევები კარგად ჩაივლის ვაქცინის კანდიდატებზე, მაშინ ისინი კლინიკური ტესტირებისთვის მზად იქნებიან ერთი წლიდან 18 თვემდე ვადაში.
Facebook Forum