ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ოჯახის შეფ-მზარეული ტაფარი კემპბელი მასაჩუსეტსში გარდაცვლილი იპოვეს. 45 წლის ტაფარი ახალგაზრდობაში თეთრ სახლში მუშაობდა. ობამების ოჯახის მიერ გაკეთებული შეთავაზების შემდეგ, მათთან სამუშაოდ გადავიდა.
ტაფარი ვირჯინიის შტატში ცხოვრობდა და მასაჩუსეტსში დასასვენებლად ჩავიდა. ტაფარის გვამი წყალში, სერფინგის შემდეგ, მასაჩუსეტსის შტატის კუნძულ მართას ვენახის მახლობლად იპოვეს.
ტაფარი "ჩვენი ოჯახის საყვარელი წევრი იყო" - ამბობენ მიშელ და ბარაკ ობამები მომხდართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში. ისინი ინდიცენტის დროს პოპულარულ კურორტ მართას ვენახში არ იმყოფებოდნენ. ტაფარი "თბილი, მხიარული და გამორჩეულად კეთილი ადამიანი იყო, რომელმაც ჩვენი ცხოვრება გაცილებით უფრო ნათელი გახადა" - ნათქვამია ობამების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Facebook Forum