ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა


მილიარდერი მედიამაგნატი და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში, ლეიკემიის შემდეგ განვითარებული ფილტვის ინფექციის შედეგად გარდაიცვალა.

სილვიო ბერლუსკონი და ვლადიმირ პუტინი. 2003 წელი, მოსკოვი.
სილვიო ბერლუსკონი და ვლადიმირ პუტინი. 2003 წელი, მოსკოვი.

ბერლუსკონი იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ვადით მოქმედი პრემიერ-მინისტრი იყო. მისი მოღვაწეობის შეფასებისას მიმომხილველები ამბობენ, რომ მან ქვეყნის პოლიტიკა, პოლარიზებული პოლიტიკით შეცვალა. ბერლუსკონი, საკუთარი უხერხული შენიშვნებით, ხშირად აღაშფოთებდა მოკავშირეებს, პირად მეგობრად მიიჩნევდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და გამოირჩეოდა „ბუნგა-ბუნგა“ სექს-წვეულებებით.

ბერლუსკონის პარტია „ფორცა იტალია“, იტალიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მემარჯვენე კოალიციის ნაწილია. ანალიტიკოსთა ნაწილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას მთავრობაში რაიმე როლი არ ჰქონია, მისი გარდაცვალება, იტალიის პოლიტიკაში გარკვეულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

ასევე გაურკვეველი მომავლის წინაშე დგას მისი ბიზნეს იმპერია. უცნობია, ვინ აიღებს სრულ პასუხისმგებლობას მის კომპანიაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია, მისი უფროსი ქალიშვილი, მარინას მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„ჩვენ მასთან ერთად ვიბრძოდით, მოვიგეთ, ბევრი ბრძოლა წავაგეთ. მასთან ერთად მივაღწიეთ მიზნებს, რომლებიც ერთად დავისახეთ. მშვიდობით, სილვიო“ - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებას მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი.

XS
SM
MD
LG