პრეზიდენტი ბარაკ ობამა კვლავ დაუბრუნდა თავის გადაწყვეტილებას სირიის საკითხის პოლიტიკურ მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელიც ბაშარ ალ-ასადის გადადგომას გულისხმობს. ყატარის ემირთან შეხვედრზე მთავარი საკითხი სირიის ქიმიური იარაღი იყო.
პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ყატართან და სხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეერთებული შტატები სირიაში ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დასრულებას ცდილობს. ობამას თქმით, ასადმა თავის ქმედებით აჩვენა, რომ საკუთარი ხალხს პატივს არ სცემს, არ გამოხატავს ოპოზიციის გაძლიერების სურვილს, რასაც შეუძლია დემოკრატიული პროცესების დაწყება სირიაში, რაც ხალხის ნების და მათი უფლებების დაცვის გარანტი იქნება, მათი რელიგიური შეხედულებების თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად.
ყატარის ლიდერთან ერთად პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ის კმაყოფილია, რომ უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები დაიწყებს სირიის ოპოზიციური სამხედრო ძალების გაძლიერებას და ასევე იქნება ახლო კოორდინაცია იმ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელმაც სირიის კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას უნდა შეუწყოს ხელი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ შეერთებული შტატები 123 მილიონიან არალეტალურ დახმარებას გაუწევს სირიის ოპოზიციურ კოალიციას, თუმცა დახმარება შეიძლება გაორმაგდეს.
პრეზიდენტმა ობამამ არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა დღის მთავარ მოვლენას, კერძოდ ისრაელის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნის განცხადებას სირიაში მეამბოხეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.
ისრაელის სამხედრო დაზვერვის ანალიტიკოსმა, გენერალმა ითაი ბრუნმა განაცხადა, რომ მათი შეფასებით სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ რიგ შემთხვევებში ქიმიური იარაღის რაიმე სახის გამოცდა იქნებოდა ერთგვარი წითელი ხაზი, რაც ბაშარ ალ -ასადმა არ უნდა გადაკვეთოს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კეარნიმ განაცხადა, რომ ობამა ნებისმიერი ქიმიური იარაღის გამოყენებას დაუშვებლად თვლის.
ჯეი კეარნი: ეს არის კიდევ ერთი მიზეზი რათა ჩატარდეს უფრო აქტიური მონიტორინგი და გაირკვეს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი.
ცოტა ხნით ადრე ბრიუსელში მყოფმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.
ჯონ კერი: ამ ეტაპზე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია არ იძლება ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის დადასტურების საშუალებას. თუმცა როგორც ჩანს, ეს ბრალდებები სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული და შესწავლილი, რათა რეალურად გაირკვეს იყო თუ არა მსგავსი შემთხვევა.
პრესმდივანის ჯეი კეარნის განცხადებით, შეერთებული შტატები განიხილავს სხვადასხვა მეთოდებს სადაზვერვო კუთხით, რათა მოიპოვონ ინფორმაცია სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.
მისი განცხადებით ვაშინგტონი გაეროს გამოძიების დასრულების მოლოდინშია, თუმცა ამის განხორციელებას ასადის რეჟიმი ხელს უშლის, რომელმაც გამოძიების მასალები უკვე დაბლოკა.