ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ანგარიში სირიაზე


human rights watch
human rights watch

„ჰუმან რაითს ვოჩი“ საერთაშორისო საზოგადოებას სირიის მთავრობაზე ზეწოლისკენ მოუწოდებს

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ჰუმან რაითს ვოჩმა“ სირიის საკითხზე ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სირია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიზანმიმართულად ახორციელებს შეტევებს. ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობას სირიის მთავრობაზე ზეწოლისკენ მოუწოდებს. ანგარიშის მიხედვით, გასული წლის აგვისტოდან დეკემბრამდე ალეპოს, იდლიბის და ლატაკიის რაიონებში ოპოზიციურ ადგილებზე 59 საჰარეო დარტყმა განხორციელდა. დაბომბვების შედეგად დაზიანდა საავადმყოფოები, საცხობები და სხვა სამოქალაქო ობიექტები, დაიღუპა 152 სამოქალაქო პირი. ანგარიშის მიხედვით, საჰაერო დარტყმები ძირითადად უმართავი ჭურვებით, გამანადგურებელებით და შვეულმფრენებით ხორციელდებოდა. შედეგად, პილოტებს არ შეეძლოთ სამოქალქო პირების ამბოხებულებისგან გარჩევა.
XS
SM
MD
LG