დღეს ლონდონში „დიდი რვიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. მთავარი განსახილველი საკითხი სირიის კრიზისია. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი კვლავ ცდილობენ სირიაზე ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგოს მოხსნას, რაც მათ სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდების საშუალებას მისცემს. თუმცა, სხვა ევროპული ქვეყნები შიშობენ, რომ იარაღის შედინება სირიაში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს.
ლონდონში ასევე იმყოფებიან სირიის ოპოზიცის წარმომადგენლები. მათთან მოლაპარაკებას მართავენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. ჰეიგის განცხადებით, სირიის ოპოზიციასთან დისკუსიის მიზანი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნაა.
როგორც ცნობილია, დიდი რვიანის ქვეყნებში შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, კანადა და რუსეთი შედიან. ლონდონის შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის გარდა კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ ვითარებასაც განიხილავენ.