ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთში კოალიციურმა მთავრობამ დაიწყო მუშაობა


რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და მთავრობის წევრები საპრეზიდენტო სასახლეში. ბუქარესტი, რუმინეთი. 23 დეკემბერი, 2024წ.
რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და მთავრობის წევრები საპრეზიდენტო სასახლეში. ბუქარესტი, რუმინეთი. 23 დეკემბერი, 2024წ.

რუმინეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუს ახალი მთავრობა დაამტკიცა. ჩოლაკუს ხელმძღვანელობით პროდასავლურმა კოალიციურმა მთავრობას პარლამენტმა ნდობა 23 დეკემბერს გამოუცხადა.

პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის დავალებით, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება მემარცხენე სოციალ-დემოკრატ პრემიერს დაევალა. კოალიციის დეტალების შეთანხმებაზე რუმინეთის სამი პროევროპული პარტია მუშაობდა: ჩოლაკუს "სოციალ-დემოკრატიული" პარტია, "მემარჯვენე-ცენტრისტი ლიბერალები" და "ეთნიკური უნგრული" პარტია UDMR. უმცირესობის წარმომადგენელთა ჩათვლით, კოალიცია რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოში მანდატების დაახლოებით 54%-ს აკონტროლებს.

სამი პარტიის ლიდერთა ერთობლივი შეთანხმებით, მინისტრთა კაბინეტისთვის 16 წევრი შეირჩა, რომელთაც დამტკიცების შემდეგ, პრეზიდენტის წინაშე ფიცი საზეიმოდ დადეს. მათ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე 240-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 143 წინააღმდეგი იყო, 83-მა კანონმდებელმა კი თავი შეიკავა.

"სოციალ-დემოკრატიულ" პარტიას მინისტრთა კაბინეტში 8 პორტფელი ერგო. პარტიის თანამდებობაზე მყოფი მინისტრების უმრავლესობა კვლავ პოსტზე რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG