შეერთებული შტატების მოკავშირეების მხრიდან უმნიშვნელო რეაქცია მოჰყვა პრეზიდენტ ბარაკ ობამას გეგმებს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთვის სადაზვერვო საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. დოკუმენტები, რომელიც ამერიკიდან გაქცეული სადაზვერვო სამსახურის ანალიტიკოსის, ედუარდ სნოუდენის ხელით გავრცელდა, მილიონობით ამერიკელის და ასევე უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეების ინტერნეტ მონაცემების კონტროლს და სატელეფონო საუბრების მოსმენებს ეხებოდა. საუბარია უცხოეთის ქვეყნების ლიდერების საქმიანობის თვალყურის მიზნით სატელეფონო საუბრების კონტროლზეც.
ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სატელეფონო საუბრის მოსმენის, ტექსტური შეტყობინებების კონტროლის და ელექტრონული ფოსტის შემოწმებების შესახებ საზოგადოების წინაშე გამოტანილმა დოკუმენტებმა სიტუაცია დაამძიმა.
პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეეცადა ამერიკის მიმართ მოკავშირეების რისხვა ჩაექრო წინადადებით, რომელიც ამერიკელების და უცხოეთის მოქალაქეების პირადი მონაცემების დაცვის გამკაცრებას ითვალისწინებს.
თუმცა ეს ცვლილებები მაინც არ შეცვლის შექმნილ მასშტაბურ შეხედულებებს პრობლემის ირგვლივ. ამის შესახებ ლონდონის ეკონომიკური სკოლის საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი კრის ბრაუნი საუბრობს.
მისი თქმით, ადამიანები, რომელთათვისაც მანამდე სულერთი იყო ეს თემა, ეს სიტყვები შეიძლება ირწმუნონ. თუმცა ვინც ამ პრობლემის მიმართ გულგრილი არ იყო, ის ამას არ ენდობა.
გასულ წელს საზოგადოებაში გავრცელებულ დოკუმენტებს იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების უსაფრთხოების სააგენტო გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მობილურ ტელეფონს უსმენდა, ბერლინში საკმაოდ ხმაურიანი რეაქციები მოჰყვა.
გასულ პარასკევს, გამოსვლის დროს ბარაკ ობამამ პირობა დადო რომ უცხოეთის ქვეყნის ლიდერების დაზვერვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების წესი გამკაცრდებოდა. ამის შესახებ ისევ პროფესორი კრის ბრაუნი საუბრობს.
ამის გამო ობამამ ბოდიში მოიხადა, თქვა რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება. ის ამას გერმანიის ტელევიზიით გამოსვლის დროსაც შეეცადა, თუმცა პროფესორი ფიქრობს რომ ამან არ გაამართლა.
კანონმდებელი გერმანიის მწვანეთა პარტიიდან ჰანს ქრისტიან სტრობელი, რომელიც პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის წევრია, რეფორმების მიუხედავად მაინც უკმაყოფილოა და სურს, რომ ევროპამ ამ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონიდან უფრო მეტი პასუხი მიიღოს.
ის ამბობს, რომ დებატები გერმანიის ბუნდესტაგს და სხვა ქვეყნების პარლამენტებს საშუალებას აძლევს უფრო ღიად ისაუბრონ დაზვერვის თემაზე თავიანთ კოლეგებთან შეერთებული შტატების კონგრესში და იკითხონ რას ნიშნავს ეს ყველაფერი გერმანიისთვის. ასევე განიხილონ ნაბიჯები, რომელიც უნდა იქნას ამასთან დაკავშირებით გადადგმული.
ბევრ ევროპელ ლიდერს სურვილი აქვს, თვალთვალის სკანდალის საქმე მალე დასრულდეს, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობაც გამოაშკარავა, აცხადებს პროფესორი ბრაუნი.
თუ ისინი წამყვან ევროპულ ქვეყნებს წარმოადგენენ, მათ იციან, რომ მათი სააგენტოებიც იგივეს აკეთებენ. პრობლემა მათი საზოგადოების შეხედულებებია, რომლებიც ამის გამო ძალიან აღშფოთებულები არიან. დემოკრატიულმა ლიდერმა კი ხალხს უნდა მოუსმინოს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დაზვერვის სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი, ამერიკიდან რუსეთში გაქცეული ედუარდ სნოუდენი ისევ აგრძელებს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მოპოვებული საიდუმლო თვალთვალის დოკუმენტების გავრცელებას. ამის გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების აღშფოთების ხარისხი ამერიკის ეროვნული სააგენტოს მიმართ ისევ მაღალია.