ამერიკის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი ედუარდ სნოუდენის მიერ გასაჯაროებული საიდუმლო დოკუმენტები მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკისა და ბრიტანეთის სადაზვერვო სააგენტოებმა გატეხეს კოდირების სისტემა, რომელიც ონლაინ ინფომრაციის დაცვასა და ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყო შემუშავებული.
ეს კოდები მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონი ადამიანის მიერ გამოიყენება ფინანსური თუ სხვა სახის კერძო ინფორმაციისა და ინტერნეტ კორესპონდენციის დასაცავად.
გაჟონილი საიდუმლო მასალიდან ჩანს, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო წელიწადში 250 მილიონ დოლარს ხარჯავდა ამ პროგრამაზე. გარდა ამისა, დოკუმენტების თანახმად, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები მუშაობდნენ ისეთი ონლან მომსახურების კომპანიების კოდების მოხსნაზე, როგორიცაა იაჰუ, გუგლი, ჰოტმეილი და ფეისბუქი.