ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას ევროპელ ლიდერებზე ჯაშუშობაში ედება ბრალი


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი
ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტო აცხადებს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკა ევროპის ქვეყნების მოქალაქეების სატელეფონო ზარების ინფორმაციას აგროვებდა, სრული სიცრუეა.

გერმანიისა და ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოების მაღალჩინოსნები ოთხშაბათს ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის თემა ამერიკის მიმართ წაყენებული ბრალდებები იქნება, რომელთა თანახმადაც, შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურები გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის სატელეფონო ზარებს უსმენდნენ.

გერმანიის დელეგაციას მერკელის დაზვერვის კოორდინატორი გუნტერ ჰეისი უხელმძღვანელებს. მას თეთრ სახლში ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლაპერი, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების დარგში სუზან რაისი და სხვა ოფიციალური პირები უმასპინძლებენ.

ბრალდების თანახმად, ვაშინგტონი მერკელის სატელეფონო ზარებს სავარაუდოდ 2002 წლიდან უსმენდა, ანუ იმ დროიდან, ვიდრე ის გერმანიის კანცლერი გახდებოდა.
XS
SM
MD
LG