ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ სავარაუდოდ განხორციელებულმა თვალთვალის მასშტაბებმა და წვდომამ ევროპელი ლიდერები აღაშფოთა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ამას „მიუღებელი“ უწოდა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომლის მობილური ტელეფონიც სავარაუდოდ შეერთებული შტატების მიერ ისმინებოდა, თქვა, რომ მას ძალიან შეერყა ნდობა.
ბრიუსელში ევროკავშირის შეხვედრაზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ მოითხოვა სიმართლის გამხელა.
გვიდო ვესტერველე:
„ახლო მეგობრების და პარტნიორების წინააღმდეგ ჯაშუშობა ჩვენთვის სავსებით მიუღებელია. ეს ძირს უთხრის ნდობას და შეუძლია ზიანი მიაყენოს ჩვენს მეგობრობას.“
თეთრმა სახლმა უარყო ყველაზე სერიოზული ბრალდებები და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ უსმენს და არ აპირებს მოუსმინოს გერმანიის ლიდერების კომუნიკაციებს, თუმცა ნაკლებადაა გარკვეული ეს ადრე თუ კეთდებოდა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა ამას ყოვლად დაუჯერებელი რამ უწოდა.
მარტინ შულცი
„მე კითხვა დავუსვი ამერიკელ ოფიციალურ პირებს, იყო თუ არა ეს სიმართლე. მათ მიპასუხეს, რომ ეს ალბათ ანტი-ტერორისტულ ზომებთან იყო დაკავშირებული... მე შემიძლია გარანტია მივცე, რომ ევროპარლამენტი არ გეგმავს ტერორისტულ თავდასხმებს შეერთებულ შტატებზე.“
იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელები ვერ დაამტკიცებენ ამ ბრალდებების უსაფუძვლობას, შულცი რეკომენდაციას იძლევა შეჩერდეს მოლაპარაკებები ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივ შეთანხმებაზე. ევროპელმა ლიდერებმა შეარბილეს ეს შენიშვნები.
სავაჭრო ურთიერთობების ექპერტი ტრანსატლანტიკური აკადემიიდან, სტივენ ჟაბო ამბობს, რომ სავარაუდო ჯაშუშობა ართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს.
სტივენ ჟაბო
„მე ვფიქრობ, რომ მონაცემთა საიდუმლოების დაცვის მთელი საკითხი, რასაც ფრანგული მხარე ასე აქტიურად უჭერდა მხარს, ბევრად უფრო მძიმე საკითხად იქცევა. გერმანული მხარე უფრო იყო განწყობილი მიეღო შეთანხმება მონაცემთა საიდუმლოების დაცვაზე და ვფიქრობ ეს ბევრად უფრო გაძნელდება.“
ამერიკელი ოფიციალური პირები დაჟინებით მოითხოვენ სავაჭრო მოლაპარაკებების და თვალთვალის შესახებ მოლაპარაკებების განცალკევებას. ჟაბო ამბობს, რომ ამ დავის გამო ევროპული კომპანიები უფრო მომგებიან პოზიციაზე აღმოჩნდებიან.
სტივენ ჟაბო
„ეს ცუდია ამერიკული კომპანიებისთვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებისთვის, როგორებიცაა „გუგლი“, „ეფლი“ და ა.შ. იმიტომ, რომ ახლა ევროპულ, გერმანულ ფირმებს შეუძლიათ თქვან: „ჩვენთან იქონიეთ საქმე, იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ თქვენი ინფორმაცია.“ ასე, რომ ეს ზიანს მიაყენებს ამერიკულ კომპანიებს, მათ ეს მილიარდობით დოლარი დაუჯდებათ.“
ექსპერტები ამბობენ, რომ ტრანს-ატლანტიკური სავაჭრო ხელშეკრულება, შესაძლოა ისტორიაში უმსხვილესი ორმხრივი სავაჭრო გარიგება აღმოჩნდეს, რომელიც მოიცავს მთელი მსოფლიო ეკონომიკური პროდუქტის ნახევარს და მსოფლიო ვაჭრობის თითქმის 30 პროცენტს.