ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი დღეს ბრიუსელში შეიკრიბა. განხილვის თემა შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სააგენტოს მიერ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სატელეფონო ზარების კონტროლის ბრალდებაა.
რამდენიმე საათის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ თემაზე სასაუბროდ ამერიკის ელჩი გამოიძახა. გუიდო ვესტერველე ელჩ ჯონ ემერსონს დღეს შეხვდება. გუშინ, პრეზიდენტმა ობამამ სატელეფონო საუბარში დაარწმუნა კანცლერი მერკელი, რომ მისი კომუნიკაციის მონიტორინგი არ ხდება და ის არც მომავალში არ გაკონტროლდება. მერკელის პრესსპიკერის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მსგავსი პრაქტიკა „ყოვლად მიუღებელი და დასაგმობია“.