პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის, ედუარდ სნოუდენის მიერ საფრანგეთის მოქალაქეების თვალთვალის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „არაზუსტს“ უწოდებს. ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ამერიკული დაზვერვა ერთი თვის განმავლობაში 70 მილიონი ფრანგის სატელეფონო ზარებს აკონტროლებდა.
შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოს დირექტორის, ჯეიმს კლაპერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ლე მონდში“ გავრცელებული ინფორმაცია „არაზუსტია და დაზვერვის მიერ უცხოეთში აქტივობის შესახებ მცდარ ინფორმაციას შეიცავს“. პარალელურად, გრძელდება გამოძიება მექსიკაში მიმდინარე სათვალთვალო პროგრამის შესახებ. გერმანულ გაზეთ „შპიგელში“ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, შეერთებული შტატების დაზვერვის ეროვუნლი სააგენტო მექსიკის ყოფილი პრეზიდენტის, ფილიპ კალდერონის წინასაარჩევნო ელექტრონული კომუნიკაციის კონტროლს ახორციელებდა.