შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა კონტრაქტორმა, რომელმაც გამოააშკარავა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მოქალაქეებზე განხორციელებული თვალთვალი, განაცხადა, რომ არის „ნოლი პროცენტი ალბათობა“ იმისა, რომ რუსეთს ან ჩინეთს ხელთ ჰქონდეთ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო დოკუმენტები.
ხუთშაბათს, ნიუ იორკ თაიმსში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ედვარდ სნოუდენმა თქვა, რომ მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი მან ჟურნალიტებს ჰონგ კონგში გადასცა. მისი თქმით, ამ დოკუმენტებით მოსკოვში გაქცევა საზოგადოებრივ ინტერესებს არ წაადგებოდა.
მან თაიმსს განუცხადა, რომ თუ მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებს დაუსჯელად შეეძლებათ კანონის დარღვევა, „საიდუმლო ძალები უკიდურესად საშიშნი გახდებიან.“
ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ნიუ იორკ თაიმსის მასალაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თვალთვალის პროგრამა გაამართლა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის წყალობით რამდენიმე სერიოზული ტერორისტული გეგმის ჩაშლა მოხერხდა.