ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარიამ სანქციები რუსეთის და ბელარუსის 54 მოქალაქეს და 30 იურიდიულ პირს დაუწესა


პარლამენტის შენობის გუმბათი ბერნში, შვეიცარია
პარლამენტის შენობის გუმბათი ბერნში, შვეიცარია

შვეიცარიამ ევროკავშირის უახლესი სანქციების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ბლოკმა რუსეთსა და ბელარუსს დაუწესა. განცხადება ამის შესახებ ბერნმა 23 დეკემბერს გაავრცელა.

ერთი კვირის წინ ბრიუსელის მიერ დაწესებული სანქციების სამიზნე ძირითადად მოსკოვის გემები და ჩინური სუბიექტები იყო, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ვაჭრობაში იყვნენ ჩართულები.

შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, 54 პირს და 30 კომპანიას თუ ორგანიზაციას, 24 დეკემბერს აქტივები გაეყინება. მათ შვეიცარიაში შესვლაც ეკრძალებათ. ამავდროულად, იკრძალება მომსახურების მიწოდება 52 გემისთვის.

„ძირითადად ეს ის ტანკერებია, რომლებიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ ან გადააქვთ სამხედრო დანიშნულების საქონელი რუსეთისთვის, ასევე უკრაინიდან მოპარული მარცვლეული“, - ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში.

ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად, შვეიცარიამაც ბელარუსის 26 მოქალაქესა და 2 ორგანიზაციას ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა.

XS
SM
MD
LG