ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვლევა ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეას 1 საათში ათობით ათასი, 1 წუთში კი 14 000 ადამიანის მოკვლა შეუძლია


კიმ ჩენ უნის ჩრდილოეთ კორეას ერთ საათში ათობით ათასი ადმიანის მოკვლა შეუძლია. ამ მსხვერპლის გამოწვევა საარტილერიო მოწყობილობებს შეუძლია, რომლებიც ფხენიანს სამხრეთ კორეის მიმართულებით აქვს განლაგებული. ამ თმაზე 28 გვერდიანი კვლევა "რენდის კორპორაციის" (RAND Corporation)​ სპეციალისტებმა მოამზადეს.

ოფიციალური ცნობებით ირკვევა, რომ ჩრდილოეთ კორეას სამხრეთ კორეის დიდი ქალაქების მიმართულებით 6 000 საარტილერიო მოწყობილობა აქვს განლაგებული. სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით ამ სისტემების გამოყენებით 1 საათში ფხენიანს შეუძლია სამხრეთ კორეაში დესტაბილიაზია გამოიწვიოს.

სამხედრო სფეროს სპეციალისტებმა დეტალურად შეისწავლეს ჩრდილოეთ კორეის საარტილერიო სისტემების რიცხოვნობა ასევე პოტენციური სამიზნეები ქალაქების მიხედვით. ხუთი სხვადასხვა სცენარის განხილვის შემდეგ კი სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეას საარტილერიო მოწყობილობების გამოყენების შემთხვევაში შეუძლია მოკლას 4 500-დან 200 000-მდე ადამიანი მხოლოდ 1 საათის განმავლობაში.

ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის ჩრდილოეთ კორეა 4 800 საშუალო მანძილზე მოქმედ საარტილერიო მოწყობილობას ფლობს, სპეციალისტების შეფასებით ამ მოწყობილობებს 25 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია ზიანის მიყენება. მისივე გამოყენებით, ჩრდილოეთ კორეას შეუძლია მასშტაბური თავდასხმა განახორციელოს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულზე, სადაც ოფიციალური მონაცემებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

შედარებისთვის სეულში ცხოვრობს იმაზე მეტი ადამიანი ვიდრე ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში ერთად აღებული. სამხრეთ კორეა მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით 27-ე ადგილს იკავებს 51 მილიონი ადამიანით.

ფოტო - "რენდის კორპორაცია"
ფოტო - "რენდის კორპორაცია"

სამხედრო სპეციალისტებმა ანგარიშის მომზადების დროს მოვლენების განვითარების ხუთი სცენარი განიხილეს:

1. თავდასხმა ეკონომიკურ ზონებზე - ჩრდილოეთ კორეას საარტილერიო დანადგარების გამოყენებით მხოლოდ ერთ დიდ ქარხანაზე შეტევით შეუძლია 16 000 ადამიანი მოკლას.

"რენდის კორპორაცია"
"რენდის კორპორაცია"

საუბარია სამხრეთ კორეაში, კაესონგში, მდებარე "ელ ჯის" ქარხანაზე, რომელიც 14 საფეხბურთო სტადიონზე დიდია. ქარხანაში მუშაობს 16 000 ადამიანი და მისი ღირებულება 8,9 მილიარდი დოლარია. ასეთი შედეგის მოტანა, სპეციალისტების აზრით, მხოლოდ 1 წუთში არის შესაძლებელი.

2. მოულოდნელი თავდასხმა საზღვრისპირა დიდ ქალაქებში - ჩრდილოეთ კორეას 864 საშუალო მანძილზე მოქმედი საარტილერიო მოწყობილობით შესაძლებლობა აქვს ერთი წუთის განმავლობაში ცეცხლი გაუხსნას სამხრეთ კორეის რამდენიმე ქალაქს, მათ შორის, დედაქალაქს. სამხედრო სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეას აღნიშნული მოწყობილობების მთელი საზღვრისპირა ქალაქების გიმპოდან ფოსეონგის ჩათვლით შეუძლია ცეცხლის გახსნა, რასაც დაახლოებით, 4 500 ადამიანის მოკვლა შეუძლია.

3. საზოგადოებრივი პანიკა - ჩრდილოეთ კორეას შეუძლია 240 მილიმეტრიანი, 54 საარტილერიო ჭურვის გამოყენებით სამხრეთ კორეის დედაქალაქში საზოგადოებრივი პანიკა გამოიწვიოს. პანიკისა და ეკონომიკაზე მავნე ზეგავლენის გამოწვევა ფხენიანს ხანმოკლე თავდასხმით შეუძლია. ასეთი ტიპის თავდასხმის შემთხვევაში დაიღუპება 19 000-მდე ადამიანი, ხოლო რაიმე სახის ზიანს ან ზარალს მიიღებს 200 000-მდე ადამიანი.

"რენდის კორპორაცია"
"რენდის კორპორაცია"

4. თავდასხმა ძირითად ქალაქებზე - სამხედრო სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კიმ ჩენ უნის ჩრდილოეთ კორეას შეუძლია, 5 700 შორი რადიუსის საარტილერიო დანადგარით ერთდროულად თავდასხმა მიიტანოს სამხრეთ კორეის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებზე: ინჩონსი, სეული, გიმპო, პაჯუ იონჩეონ, დონგდუჩეონ, ჩეორვონ, იანგუ და გოსეონგზე. ამ შემთხვევაში შესაძლოა თავდასხმის დროს დაიღუპოს 205 000-ზე მეტი ადამიანი ხოლო რაიმე სახის ზიანი მიიღოს 1,8 მილიონმა ადამიანმა.

5. "საზღვაო თავდასხმა" - სპეციალისტებმა კიდევ ერთი შესაძლო თავდასხმის სცენარი სწორედ ასე დაასათაურეს და შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეას სამხრეთ კორეისთვის ყველაზე დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. იმ შემთხვევაში თუ ერთი საათის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეა 170 და 240 საარტილერიო ჭურვებით შეტევას განახორციელებს, სეულის პორტის და დედაქალაქის ქვედა ნაწილში, რომელიც ყველაზე მჭირდოდ არის დასახლებული, შესაძლოა მოვკდეს 130 000 ადამიანი ხოლო დაშავდეს ან რაიმე სახის ზიანი მიიღოს 1,2 მილიონამდე ადამიანმა.

სამხედრო სპეციალისტები ამბობენ, რომ 5 შესაძლო თავდასხმის სცენარიდან ყველაზე მცირე მსხვერპლი ჩრდილოეთ კორეის თავდასხმას პირველ შემთხვევაში მოჰყვება, რომელიც დაახლოებით, იგივე შედეგს გამოიღებს, რაც 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარ ტერორისტულ აქტს მოჰყვა. ყველაზე მძიმე შემთხვევებში ზიანი ათჯერ დიდი იქნება, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს იყო.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მეოთხე და მეხუთე სცენარის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას იმაზე მეტ ზიანს მიაყენებს ვიდრე ატომური ბომბის აფეთქებას მოჰყვა ჰიროშიმაში, იმაზე მეტი ადამიანი მოკვდება, ვიდრე კორეის ომში და ავღანეთში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG