ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ძალიან დაბალია შანსი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი ერთმანეთს შეხვდნენ. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ის მზადაა კიმთან შესახვედრად.
კიმ იო უნიმ, კიმ ჩენ უნის დამ, კიდევ ერთ შესაძლო სამიტზე თქვა, რომ ის "სასარგებლო არ იქნება", იქამდე, ვიდრე ამერიკა შეიცვლის მიდგომას ატომურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.
"ეს ჩემი პირადი აზრია, თუმცა სამიტი ამერიკასა და ჩრდილოეთ კორეას შორის, მიმდინარე წელს, არ ჩატარდება", განაცხადა კიმ იო უნიმ, რომელიც წელს ქვეყნის მართვაში უფრო აქტიურად ჩაერთო.
მისივე განცხადებით, ურთიერთობა ტრამპსა და კიმს შორის კვლავაც ძლიერია და დიდი ალბათობით, აიცილებს "ექტსტრემალურ პროვოკაციებს".
"ჩვენ არ გვინდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დავემუქროთ...თუ ის არ შეგვეხება და არაფერს დაგვიშავებენ, მაშინ ყველაფერი ნორმალურად წავა", თქვა კი იო უნმა.
კვირის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ის მზად არის
შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს. "მე მესმის, რომ მათ შეხვედრა სურთ და ჩვენ ამას ნამდვილად გავაკეთებთ", თქვა ტრამპმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.
პრეზიდენტის განცხადება, გარკვეულწილად დამაბნეველი იყო, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეა, უკვე რამდენიმე თვეა რაც ამბობს, რომ არ არის დაინტერესებული დიალოგის აღდგენაში. ქვეყანა განაწყენებულია ამერიკის გადაწყვეტილებით არ შეამსუბუქოს სანქციები და უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ ჩრდილოეთ კორეამ მცირე ნაბიჯებით დაიწყოს ატომური პროგრამის შემცირება.
Facebook Forum