ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ იარაღი გამოსცადა


სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ორშაბათს, ჩრდილოეთ კორეამ ორი მოკლე რადიუსის რაკეტა გაუშვა. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ჩრდილოეთ კორეა თავისი საზღვრების შიგნით, პოტენციურად დამანგრეველი კორონავირუსის აფეთქების თავიდან აცილებას ცდილობს.

სამხრეთ კორეის გენერალური შტაბის უფროსის თანახმად, ორი რაკეტა ვონსანიდან, ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით, ზღვისკენ გაუშვეს. მან ასევე თქვა, რომ რაკეტებმა დაახლოებით 240 კილომეტრი იფრინეს და ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 35 კილომეტრი იყო.

ჩრდილოეთ კორეას რაკეტების გაშვებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ოფიციალურმა პირებმა სეულში თქვეს, რომ ეს გამოცდა, სავარაუდოდ ჩრდილოეთის სამხედრო წვრთნების ნაწილი იყო, რომელიც გასულ კვირაში დაიწყო.

წინა კვირებში, ჩრდილოეთ კორეის ყურადღება კორონავირუსის შემაჩერებელ საგანგებო ძალისხმევაზე იყო გამახვილებული, რასაც ხელისუფლებამ „ეროვნული გადარჩენის“ საკითხი უწოდა.

ზოგიერთმა ექსპერტმა თქვა, რომ შესაძლებელი იყო კორონავირუსის საფრთხეს სამხედრო დაძაბულობა შეემცირებინა, განსაკუთრებით, კი იმის გათვალისწინებით, რომ გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ გაურკვეველი დროით გადადეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა პროვოკაციად აღიქვამს.

მაგრამ, როგორც რაკეტების ბოლო გაშვება მიანიშნებს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დიპლომატიის განახლებაში სარგებელს ვერ ხედავს და მის ნაცვლად, შეერთებულ შტატებში და სამხრეთ კორეაში მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, ფსონების გაზრდას გეგმავს, ამბობს სეულის ევჰა უნივერსიტეტის პროფესორი ლეიფ-ერიკ ისლი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG