ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი საბრძოლო იარაღი დატესტა


ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსზე მოქმედი რაკეტა გაუშვა ზღვაში, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. ეს ფაქტი, ფხენიანის მხრიდან მორიგ გაღიზიანებად აღიქმება აშშ-სამხრეთ კორეას შორის მიმდინარე წვრთნების გამო.

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო სამი კვირის განმავლობაში რაკეტის განთავსების 6 შემთხვევა უზრუნველყო. ასეთი აქტივობა კიდევ უფრო პროვოკაციულ პოზიციად აღიქვეს ფხენიანისგან, რომელაც უარი თქვა მოლაპარაკებებზე სეულთან ან ვაშინგტონთან.

ამ ბოლო ფაქტის შემდეგ, სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, ეს სამხედრო დაძაბულობას გაზრდის ორ ქვეყანას შორის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG