ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკი 20 წლის შემდეგ ისევ დემოკრატების ხელშია


ნიუ იორკის ახალი მერი ფერადკანიანთა ინტერესების დამცველია

ნიუ-იორკს ახალი მერი ჰყავს. ეს არის დემოკრატი ბილ დე ბლასიო. მეგაპოლისი დემოკრატთა მიერ კონტროლირებადი ქალაქი ბოლო 20 წელია არ ყოფილა. დე ბლასიომ, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრია, მისი კონკურენტის, ჯონ ლოტას მნიშვნელოვანი დამარცხება შეძლო, რომელიც რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო. ქალაქში რეგისტრირებული მომხრეთა თანახმად, დემოკრატები რესპუბლიკელებთან უპირატესობაში ერთი ექვსზე იყვნენ.

ნიუ იორკის ახლად არჩეულმა მერმა ბილ დე ბლასიომ განაცხადა, ვიცი ამომრჩეველს პროგრესული ცვლილებები სჭირდება, დრო მოვიდა ბლუმმბერგისგან დაისვენონ.

დემოკრატი ბილ დე ბლასიო, როგორც სახაზინო ადვოკატი, ამომრჩევლების წინაშე თავისი გეგმებით წარსდგა, მასთან ერთად მისი მრავალ ნაციონალური ოჯახის წევრებიც იყვნენ: 2 შვილი მას აფრო-ამერიკელი მეუღლისგან ჰყავს. მეუღლე გახლავთ შირლი მაკლეინი, რომელიც როგორც ახალი მერი აცხადებს, მის კაბინეტში მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს.

ბილ დე ბლასიომ საზოგადოებას თავისი შვილებიც გააცნო, ქალიშვილი კიარა და ვაჟიშვილი დანტე.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ სატელევიზიო რეკლამამ, რომელშიც მისი შვილი დანტე მონაწილეობს, მრავალ-ნაციონალურ ნიუ-იორკს დიდი მუხტი და სალაპარაკო თემა მისცა. ამ ჰიტმა ზოგიერთი ამომრჩეველი იმის გამო გააღიზიანა, რომ მათი აზრით ეს იყო რასისტული შინაარსის კლიპი, რომელიც პოლიციის მიერ ფერადკანიან პირთა გაჩხრეკის პროცესის დისკრედიტაციას გადმოსცემდა.

კლიპში ნათქვამია ფრაზა, რომ მალე დასრულდება ეს ლაღი ერა, როდესაც ფერადკანიანთა არასამართლიან დევნას მოეღება ბოლო.

ამომრჩევლები ამბობენ, რომ დე ბლასიოს მიმართ სიმპათიები სწორედ მისი ამ პოლიტიკის მიმართ გაუჩნდათ.

ამომრჩევლის თქმით, დე ბლასიო უფრო საშუალო ფენის ამომრჩევლის ინტერესებს იცავს. მუშათა კლასის, ამიტომ მას არამხოლოდ იმიტომ ირჩევენ რომ ის სხვა პარტიიდან არის, არამედ ის საერთოდ განსხვავებული ხედვის პოლიტიკოსია.

დე ბლასიოს ოპონენტი, რესპუბლიკელი კანდიდატი ჯო ლოტა, მერის ყოფილი მოადგილეა, საკუთარი საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში ამომრჩევლების წინ რუდი ჯულიანისთან ერთად გამოჩნდა. ჯო ლოტამ, დე ბლასიოს საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით, დე ბლასიოს მისამართით მკვეთრი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ლიბერალი დე ბლასიოს მმართველობის შემთხვევაში ქალაქში კრიმინალური სიტუაცია უმართავი გახდება.

ჯონ ლოტა: ვინც ფიქრობს, რომ ვისაც ჰგონია რომ ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და კრიმინალის შემცირება ისევ უკან წავიდეს, ეს ის ძალიან ცდება და საკუთარ თავს აშაყირებს.

მის სარეკლამო კამპანიაში იყო ასეთი ტექსტი, ბილ დე ბლასიოს ამომრჩევლებმა აირჩიეს მათი კანდიდატის იდეა, რომელიც ნიუ იორკის ქუჩებიდან 5000 პოლიციელის გაყვანას გულისხმობს. რა იქნება დე ბლასიოს ამ გადაწყვეტილებაზე მისი პასუხი დაუნდობელ ბაიკერებთან : ის მათ ბაიკერების კლუბებში სიარულს და მათთან გასაუბრებას აპირებს. თუმცა დე ბლასიოს ეს პოლიტიკა კრიმინალური სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.

ამ მესიჯმა თავის რეზონანსი გამოიწვია ნიუ იორკის ზოგიერთ ამომრჩეველში, ჯონ ლოტას მხარდამჭერი კევინ კონვეი ამ თემაზე საუბრობს.

კევინ კონვეი: მას სურს რომ ჩხრეკის და გაჩერების მეთოდი ქუჩებში ისევ გაგრძელდეს. ასე უფრო უსაფრთხო იქნება ქალაქი.

თუმცა ლოტა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ყოველთვის ჩამორჩებოდა მის კონკურენტს. მთელი კამპანიის განმავლობაში, დე ბლასიო რესპუბლიკელების კანდიდატს მთელი 40% ით უსწრებდა. ახალი მერის ინაუგურაცია ნიუ იორკში 1იანვარს გაიმართება.
XS
SM
MD
LG