ნიუ იორკელები ნავთობისა და გაზის ახალ მილსადენს აპროტესტებენ - მათ შორის მაღალ-წნევიან "სპექტრა ენერჯის" მილსადენს, რომელმაც ბუნებრივი აირი მანჰეტენზე უნდა მიიტანოს. ერთ-ერთი აქტივისტი კატლინ ტომასი ამბობს, რომ მილსადენი მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში აფეთქების დიდ საშიშროებას ქმნის.
„აქ უამრავი ადამიანი ცხოვრობს და სიგიჟეა იმის გაკეთება, რასაც ესენი გეგმავენ.“
მილსადენის ოპონენტები 2010 წელს კალიფორნიაში მომხდარ აფეთქებას იხსენებენ, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებამ მაშინ 122 მეტრის სიგანის კრატერი დატოვა.
ახალი მილსადენი სტეიტენ აილენდისა და მდინარე ჰუძონის გავლით მანჰეტენში ნიუ იორკის ეგრეთ წოდებული უესტ საიდის 15 კვარტლის ქვეშ გადის. ქალაქის მერი მაიკლ ბლუმბერგი აცხადებს, რომ ნიუ იორკს გაზი სჭირდება და ახალი მილსადენი ქალაქისთვის უსაფრთხოა:
„მე ექსპერტი არ ვარ მილსადენებსა და მათ ტექნოლოგიებში, მაგრამ ნახევარი ამერიკის ქვეშ მილსადენებია გაყვანილი. თუ ისინი ასეთი საშიშია მაშინ ყველგან უამრავი ხანძარი იქნებოდა.“
მერის მოადგილე კასველ ჰოლოვეი გარემოს დაცვის სააგენტოს ერთ-ერთი კომისიონერი იყო:
„ჩვენ მისი უსაფრთხოება განვიხილეთ. განვიხილეთ, რა გავლენა ექნება მას გარემოზე. მილსადენი უმაღლესი სტანდარტებით შენდება.“
ოპონენტები ამბობენ, რომ მილსადენებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები თითქმის ყოველ კვირას ხდება ამერიკაში, თუმცა დაუსახლებელ ადგილებზე. კლეარ დონაჰიუ "სეინ ენერჯი პროექტის" დამფუძნებელია. ეს ერთ-ერთი ჯგუფია, რომელიც ქალაქის მთავრობას სასამართლოში უჩივის და მილსადენის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. ის უსაფრთხოების ზომების მონიტორინგით უკმაყოფილოა:
„ამერიკაში 2.5 მილიონი მილის სიგრძის მილსადენებს 88 ინსპექტორი ამოწმებს. შემოწმებაში კი მილსადენის ახლოს გამხმარი ბალახის ძებნა იგულისხმება. აქ ბალახი არ არის, ყველგან ცემენტია, მილსადენი მდინარის, გზატკეცილების, ტროტუარების ქვეშ გაივლის. მითხარით, როგორ შეძლებენ გაჟონვის გამოვლენას?“
ოპონენტები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ რადონის გაზთან დაკავშირებით, რომელიც რადიოაქტიური აირია. ჰიდრავლიკური ტეხვით მოპოვებული გაზი მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეიცავს. რადონი რადიოაქტიურ თვისებებს ორ კვირაში კარგავს, მაგრამ მილსადენის ოპონენტები ამბობენ, რომ გაზის ნიუ იორკამდე მისვლამდე ის არ გაიშლება.
ალ აპელტონი გარემოს დაცვის სააგენტოს ყოფილი კომისიონერია. ის ამბობს, რომ ქალაქის მესვეურები დაუდევრად უდგებიან რადონის შემცველობის საკითხს:
„რადონის დონე ბურნებრივ აირში შეიძლება 60-ჯერ აღემატებოდეს იმ დონეს, რომელთანაც ამჟამად გვიწევს შეხება. ეს კი ისეთი დაავადებების მომატებას გამოიწვევს, როგორიცაა, მაგალითად ფილტვის კიბო.“
მილსადენის მშენებელმა კომპანიამ ორგანიზაცია დაიქირავა, რომელმაც რადონის შემცველობასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა და დაასკვნა, რომ აირი ქალაქის მონახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. კომპანია ასევე აცხადებს, რომ მილსადენი ფედერალური მთავრობის ყველა რეგულაციას აკმაყოფილებს.