კინოინდუსტრია ნიუ-იორკში სწარფად ვითარდება. სულ ახლახანს რეჟისორმა დევიდ ვექსელმა ფილმი „ღუზები“ გადაიღო, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი მეგა ქალაქის ყოველდღიურობას ასახავს.
ნიუ-იორკი - ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს.
„როდესაც ნიუ-იორკის ფილმზე ვსაუბრობ, თვალწინ ქალაქის მშფოთვარე ცხოვრება გვიდგება თავისი ხალხმრავალი ქუჩებითა და უჩვეულო სანახაობებით,“ - აღნიშნავს ფილმის რეჟისორი და იქვე დასძენს რომ ნიუ-იორკი შემოქმედებითი ადამიანებისათვის შთაგონების დიდი წყაროა.
ვექსელის პარალელურად, ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორი სპაიკ ლიც, ნიუ-იორკში, ფილმების გადაღებით საკმაოდ აღტაცებულია.
აღსანიშნავია, ერთი გარემოებაც, თავის დროზე ფილმ „რევოლუციური გზის“ ერთი ნაწილი, რომელშიც ჰოლივუდის მსახიობები ლეონარდო დიკაპრიო და კეიტ ვინსლეტი თამაშობენ, ნიუ-ორკში არსებულ სტეინერის სტუდიაში გადაიღეს.
სტეინერის სტუდია 8 ჰექტარზეა განთავსებული და ის არა-მარტო ფილმების გადაღებისთვისაა საკმარისი, არამედ მასში სხვადასხვა სატელევიზო შოუების ჩაწერაც ხდება.
„მსახიობებსა და რეჟისორებს ჩვენს სტუდიაში მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ მუშაობა; მათ, ასევე, ბროდვეიზე მთელი ღამე ყოფნის საშუალება ეძლევათ. რეპორტიროებს თავისუფლად შეუძლიათ ინტერვიუებისა თუ თოქ-შოუების ჩაწერა და მომზადება. ერთი სიტყვით, საკმაოდ დაძაბული მუშაობის განრიგი გვაქვს,“ - აცხადებს სტუდიის ხელმძღვანელი დუგლას სტეინერი.
რეჟისორების თქმით ნიუ-იორკი ადგილობრივი კინო წარმოების განვითარებას უწყობს ხელს. ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი მიიჩნევს რომ ნიუ-ორკში წარმოებული ფილმები დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც ერთგავარდ ქალაქისა და შტატის ბიუჯეტსაც გაზრდის.
ნიუ-იორკის კინოინდუსტრია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიარდ დოლარს ითვლის. რეჟისორი დევიდ ვექსელი კი იმედოვნებს რომ ფილმი „ღუზები“ წარმატებით იქნება გამორჩეული და რეჟისორსა და მსახიობებს პოპულარობას შესძენს.