ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკის მერი ჭარბწონიანობას ებრძვის


ნიუ იორკის მერიის ჯანდაცვის საბჭო კანონს სავარაუდოდ მხარს დაუჭერს, რადგან მისი ყველა წევრი თანამდებობებზე მაიკლ ბლუმბერგმა დანიშნა.

ნიუ იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის მოთხოვნით, ქალაქში სიმსუქნის პრობლემის დაძლევის მიზნით, გაზიანი და გამაგრილებელი სასმელები დიდი ზომის ბოთლებში აღარ გაიყიდება.

თუ ბლუმბერგის კანონი დამტკიცდა, ნიუ იორკი პირველი ქალაქი იქნება შეერთებულ შტატებში, სადაც რესტორნებში, კაფეებში, კინოთეატრებში, სპორტულ მოედნებსა და მოძრავ ჯიხურებში ტკბილი გამაგრილებელი სასმელები და ცივი ჩაი მხოლოდ ნახევარლიტრიანი ბოთლებით გაიყიდება. დიეტურ გაზიან სასმელებს, წვენებს და ალკოჰოლურ სასმელებს ეს კანონი არ შეეხება.

ნიუ იორკის მერიის ჯანდაცვის საბჭო კანონს სავარაუდოდ მხარს დაუჭერს, რადგან მისი ყველა წევრი თანამდებობებზე მაიკლ ბლუმბერგმა დანიშნა.

ნიუ იორკის გამაგრილებელი სასმელების ასოციაციის პრესცენტრმა ბლუმბერგის წინადადება გააკრიტიკა და მას გადაჭარბებული უწოდა.

XS
SM
MD
LG