ქალაქი ნიუ იორკი ახალი მერის ასარჩევად ემზადება. 6 დემოკრატ კანდიდატთა შორის მცირე უპირატესობით ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პოლიტიკოსი, ყოფილი კონგრესმენი ენტონი ვეინერი ლიდერობს. ის აცხადებს, რომ ზეწოლის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს.
სექსუალურ სკანდალებში რამოდენიმეჯერ მხილებულ ენტონი ვეინერს 2011 წელს კონგრესში ადგილის დატოვება მოუწია. ის ამჯერადაც ანალოგიურ ქმედებაში ამხილეს. ვეინერმა გუშინ საჯაროდ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ტექსტობრივი შეტყობინებები და ფოტოები, რომელიც ერთ-ერთმა ახლგაზრდა ქალბატონმა გამოამზეურა, მას ეკუთვნის. ვეინერს მისი მეუღლე, უმა აბედინი განცხადების გაკეთების დროს გვერდში ედგა. ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ყოფილი მრჩეველია, რომელიც აცხადებს, რომ მან წარსულის „საშინელი შეცდომები“ ქმარს უკვე აპატია.