“იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსის შესახებ, აფხაზეთი- საქართველო, ცხინვალი- საქართველო”- ასეთი სათაურის არასავალდებულო რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დღევანდელ შეხვედრაზე 63 ქვეყნის მხარდაჭერით მიიღო. რეზოლუციას წინააღმდეგ ხმა 16 სახელწიფომ მისცა : ბელარუსი, ვენესუელა, ვიეტნამი, ზიმბაბვე, კუბა, ლაოსი, მიანმარი, ნაურუ, ნიკარაგუა, რუსეთი, სერბეთი, სირია, სომხეთი, სუდანი, ჩრდილოეთ კორეა და შრი-ლანკა.
რეზოლუციის მიღების ფაქტი ამერიკის ხმასთან საუბარში გაეროში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა შეაფასა. ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, დევნილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების პრობლემატიკა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი სატკივარია. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გენერალურმა ასამბლეამ, საერთაშორისო საზოგადოებამ და სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ მიიღეს და მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც დაკავშირებულია დევნილთა დაბრუნების საკითხთან. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში ხაზგასმულია დევნილთა დაბრუნების უფლება და მკაფიო გზავნილს უგზავნის ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეებს მეტი ძალისხმევა გაწიონ ამ პრობლემის მოგვარებაში და დევნილთა დაბრუნების ხელშეწყობის საკითხში. ამ რეზოლუციის მიღებით საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას და სუვერენიტეტს. ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, გვაქვს მატება მხარდამჭერთა სიაში. ეს ახალი ქვეყნებია ბელიზი და სამოა.
„მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირეს ისეთმა ქვეყნებმაც, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. ვანუატუმ და ტუვალუმ, რომლებმაც აფხაზეთთან დიპლომატიური კავშირის დამყარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გასულ წელს უკვე გადადგეს, ახლა პოზიციას ცვლიან. ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ვანუატუსგან ახალი დინამიკა გვაქვს, მათ ფაქტობრივად უკან წაიღეს თავიანთი აღიარება. ხოლო ახლო მომავალში, სავარაუდოდ, საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებსაც დაამყარებენ, რითაც ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. რაც შეეხება ტუვალუს, ის ისევ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, თუმცა ამ რეზოლუციას მაინც დაუჭირა მხარი და იმედი გვაქვს რომ ვანუატუს მაგალითი კარგი პრეცედენტი იქნება ტუვალუსთვისაც“- აცხადებს ვახტანგ მახარობლიშვილი.
რეზოლუციის მიღებამდე გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა გაეროს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეზოლუციისთვის ხმა წინააღმდეგ მიეცათ. საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ჩურკინმა გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის სიტყვების არასწორი ციტირება და ინტერპრეტაცია მოახდინა. საკითხი ეხება დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების გრაფიკს. ჩურკინმა განაცხადა, რომ თითქოს გაეროს გენერალური მდივანი არ მიიჩნევს საჭიროდ რომ დევნილთა დაბრუნების მიზნით ასეთი გრაფიკი შედგეს, თუმცა სინამდვილეში ბან კი მუნი აცხადებდა, რომ ამ ეტაპზე შესაძლოა არ არსებობდეს გრაფიკის შემუშავების სათანადო პირობები, თუმცა ის აუცილებლად მიიჩნევს გრაფიკის შემუშავებას და ამ მიზნით ჟენევის მოლაპარაკების მხარეებს აქტიურობისკენ და ადგილზე მუშაობისკენ მოუწოდებს.
გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე, დღეს მიღებულ რეზოლუციაში ძირითადი აქცენტი დევნილთა დაბრუნების და მათი საკუთრების უფლებაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზეა გაკეთებული. „ამ რეზოლუციით გვსურს თავი ავარიდოთ საკითხის პოლიტიკური მოწესრიგების თემის დაკავშირებას ისეთ მტკივნეულ საკითხთან, როგორიც დევნილთა დაბრუნებაა“ აცხადებს მახარობლიშვილი, თუმცა პოზიტიურ მომენტად აფასებს რეზოლუციის იმ პუნქტს, რომელიც ჟენევის მოლაპარკებებში ჩართულ მხარეებს და გაეროს გენერალურ მდივანს მოუწოდებს ყოველწლიურ ანგარიშში ასახონ დევნილთა დაბრუნების კუთხით სადავო რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ჰუმანიტარული სიტუაცია.